ბალისტიკური რაკეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბალისტიკური რაკეტა“ გადაიტანა გვერდზე „[[კონტინენტთაშორისი ბალ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა“ გადაიტანა გვერდზე „[[ბალ...)

11:16, 23 აპრილი 2018-ის ვერსია

პირველ საბრძოლო ბალისტიკური რაკეტა ფაუ-2

ბალისტიკური რაკეტა – რაკეტა, რომლის ფრენა, აქტიური მონაკვეთის გარდა, ხორციელდება ბალისტიკური ტრაექტორიით (თავისუფლად ნასროლი სხეულის ტრაექტორიით).

ფრთოსანი რაკეტისაგან განსხვავებით, ბალისტიკური რაკეტას არ აქვს სპეციალური აეროდინამიკური ზედაპირები ატმოსფეროში ფრენისას ამწევი ძალის შესაქმნელად. იყოფა მართულ და უმართავ, ერთ და მრავალსაფეხურიან რაკეტებად. გამოიყენება საბრძოლო, რაკეტამატარებლების, საკვლევი რაკეტების სახით და სხვა.

საბრძოლო ბალისტიკური რაკეტები შედის სახმელეთო სარაკეტო კომპლექსებისა და წყალქვეშა ნავების სახომალდე-სარაკეტო კომპლექსების შემადგენლობაში.

ბალისტიკური რაკეტას, რომლის ფრენის სიშორე აღემატება 6500 კმ-ს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ეწოდება. პირველ საბრძოლო ბალისტიკური რაკეტად ითვლება გერმანული ფაუ-2.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები