ბასილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია:საახალწლო რიტუალები]]
 
[[კატეგორია:საახალწლო რიტუალები]]
 
[[კატეგორია:სარიტუალო პური]]
 
[[კატეგორია:სარიტუალო პური]]
 +
[[კატეგორია:რიტუალები]]

17:18, 7 ივნისი 2017-ის ვერსია

ბასილა

ბასილა - საახალწლო რიტუალური პური. აცხობდნენ ახალი წლის წინა ღამეს, წარმოადგენდა ადამიანის გამოსახულებას, რომელსაც ნაყოფიერების მინიჭების მიზნით ფალოსის ნიშანი ჰქონდა გაკეთებული.

ახალი წლის წინადღეს რაჭაში ოჯახის უფროსს სახლში მოჰქონდა ერთი მარხილი შეშა, რომელზედაც იდო „ნეკერი“ - ტირიფის ტოტები, აგრეთვე თხილის ყვავილედი, ფითრი და სხვ. ღამით აცხობდნენ „კაცაბასილას“, რომელსაც ადამიანის ფორმა ჰქონდა. (დვალიძე, 2014).

ბასილას კვერს ინახავდნენ წყალკურთხევამდე. ამ დღესასწაულზე ბასილას აიღებდნენ, თოხის ტარზე გადაატარებდნენ და სხვას გაუნაწილებდნენ სიტყვებით - „უხვი მოსავალი მოგვცესო“. მეცნიერებაში გამოთქმული აზრით, ბასილა, ბუნების ძალთა აღორძინებისადმი მიძღვნილი სარიტუალო პურია, იგი საახალწლო ხონჩის, აბრამიანის განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენდა.


ლიტერატურა

გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007. ე.ნ.


წყარო

  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები