ბაუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:04, 25 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაუ, ბაბა – (შუმერ.) შუმერული ქალაქ-სახელმწიფოს, ლაგაშის ერთ-ერთი მფარველი ქალღმერთი, ასული ანისა და დედა გათუმდუგისა; იწოდება როგორც „დედა ბაუ“; ზრუნავს ლაგაშის ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობაზე. მისი მეუღლეა ნინგირსუ, ჰყავს შვიდი ასული.