ბედიის ბარძიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბედიის ბარძიმი - თარიღდება 999 წლით და ბედიის ტაძრის კუთვნილ საეკლესიო ნივთებს შორის უმნიშვნელო - ვანეს ძეგლს წარმოადგენს. იგი ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშია. ჩვენამდე ამ თასის მხოლოდ ზედა ნაწილმა მოაღწია, ფეხი დაკარგულია. ბარძიმის ზედა ნაწილში ერთსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა, რომელიც მოგვითხრობს, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და მისი დედა გურანდუხტ დედოფალი ბარძიმს სწირავენ მათ მიერ აგებულ ბედიის ტაძარს.

ბარძიმს ასევე ჰქონია ოქროს ფეხი, მასზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერა მოგვითხრობდა, რომ ოქროს ფეხი XVI საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის გერმანე ჩხეტიძის დაკვეთით ხელახლა დაუმზადებიათ. XIX საუკუნემდე იგი ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ საუკუნის ბოლოს კვლავ დაკარგულა.

თასის შემორჩენილი ნაწილი მომრგვალებული ფორმისაა, გამოჭედილია ბაჯაღლო ოქროს მთლიანი ფურცლისაგან. მისი სიმაღლე - 12,5 სმ, ხოლო დიამეტრი - 14 სმია. თასის ზედაპირი დაყოფილია 12 თაღედით. თითოეული თაღის ქვეშ გამოსახულია წმინდანები, რომელთა შუაში ერთ მხარეს - ტახტზე მჯდომი ქრისტეა წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხარეს - ღმრთისმშობელი ყრმით ხელში. ყველა ფიგურასთან ღმრთისმშობლის გარდა მოთავსებულია განმარტებითი წარწერები.

სარჩევი

ამჟამინდელი მდგომარეობა

ბედიის ბარძიმი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.


წყარო

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია ; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.



წყარო

კორსანტია ნატო. ბედიის ბარძიმის იდუმალების მოჩული ერთი ისტორია გაზ. ჩემი აფხაზეთი, №12,-2010 წლის ოქტომბერი


იხილეთ აგრეთვე

ბედიის ბარძიმი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები