ბედიის ბარძიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბედიის ბარძიმი.
დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ბედიის ბარძიმი - თარიღდება 999 წლით და ბედიის ტაძრის კუთვნილ საეკლესიო ნივთებს შორის უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. იგი ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშია. ჩვენამდე ამ თასის მხოლოდ ზედა ნაწილმა მოაღწია, ფეხი დაკარგულია. ბარძიმის ზედა ნაწილში ერთსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა, რომელიც მოგვითხრობს, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და მისი დედა გურანდუხტ დედოფალი ბარძიმს სწირავენ მათ მიერ აგებულ ბედიის ტაძარს.

ბარძიმს ასევე ჰქონია ოქროს ფეხი, მასზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერა მოგვითხრობდა, რომ ოქროს ფეხი XVI საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის გერმანე ჩხეტიძის დაკვეთით ხელახლა დაუმზადებიათ. XIX საუკუნემდე იგი ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ საუკუნის ბოლოს კვლავ დაკარგულა.

თასის შემორჩენილი ნაწილი მომრგვალებული ფორმისაა, გამოჭედილია ბაჯაღლო ოქროს მთლიანი ფურცლისაგან. მისი სიმაღლე - 12,5 სმ, ხოლო დიამეტრი - 14 სმია. თასის ზედაპირი დაყოფილია 12 თაღედით. თითოეული თაღის ქვეშ გამოსახულია წმინდანები, რომელთა შუაში ერთ მხარეს - ტახტზე მჯდომი ქრისტეა წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხარეს - ღმრთისმშობელი ყრმით ხელში. ყველა ფიგურასთან ღმრთისმშობლის გარდა მოთავსებულია განმარტებითი წარწერები.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ბედიის ბარძიმი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები