ბზიფის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Bzifis tazari.jpg|thumb|240პქ|'''ბზიფის ტაძარი'''. <br />სამხრეთი ფასადი]]
 
[[ფაილი:Bzifis tazari.jpg|thumb|240პქ|'''ბზიფის ტაძარი'''. <br />სამხრეთი ფასადი]]
 
[[ფაილი:Bzifis tazari1.jpg|thumb|240პქ|'''ბზიფის ტაძარი'''. <br />ინტერიერი]]
 
[[ფაილი:Bzifis tazari1.jpg|thumb|240პქ|'''ბზიფის ტაძარი'''. <br />ინტერიერი]]
'''ბზიფის ტაძარი''' - ბზიფის ციხის [[ეკლესია]] [[ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა|ჯვარ-გუმბათოვანი]], „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა, სამი შვერილი [[აფსიდა|აფსიდით]] და თარიღდება IX საუკუნის II ნახევრით. მისი კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვით, კარ-სარკმლები თავსართებითაა შემკული. ტაძრის აღმოსავლეთით ჩანს კიდევ ერთი, უფრო ძველი ტაძრის ნაშთები. ბზიფის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. ციხის ზედა ნაწილში მდებარეობდა ტაძარი, ქვედა ნაწილის ეზოში გადიოდა ძველი გზა. ციხე კეტავდა ბზიფის ხეობას და გადასასვლელს მდინარეზე. ციხის გალავანს, რომელიც აგებულია კარგად დამუშავებული კირქვის კვადრებით, დატანებული აქვს ოთხკუთხა და ნახევრად წრიული [[კოშკი|კოშკები]], კონტრფორსები და კარიბჭე.
+
'''ბზიფის ტაძარი''' - ბზიფის ციხის [[ეკლესია]] [[ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა|ჯვარ-გუმბათოვანი]], „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა, სამი [[შვერილი]] [[აფსიდა|აფსიდით]] და თარიღდება IX საუკუნის II ნახევრით. მისი კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვით, კარ-სარკმლები თავსართებითაა შემკული. ტაძრის აღმოსავლეთით ჩანს კიდევ ერთი, უფრო ძველი ტაძრის ნაშთები. ბზიფის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. ციხის ზედა ნაწილში მდებარეობდა ტაძარი, ქვედა ნაწილის ეზოში გადიოდა ძველი გზა. ციხე კეტავდა ბზიფის ხეობას და გადასასვლელს მდინარეზე. ციხის გალავანს, რომელიც აგებულია კარგად დამუშავებული კირქვის კვადრებით, დატანებული აქვს ოთხკუთხა და ნახევრად წრიული [[კოშკი|კოშკები]], კონტრფორსები და კარიბჭე.
  
 
===== ადგილმდებარეობა =====  
 
===== ადგილმდებარეობა =====  

21:29, 17 აგვისტო 2021-ის ვერსია

ბზიფის ტაძარი.
სამხრეთი ფასადი
ბზიფის ტაძარი.
ინტერიერი

ბზიფის ტაძარი - ბზიფის ციხის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი, „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა, სამი შვერილი აფსიდით და თარიღდება IX საუკუნის II ნახევრით. მისი კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვით, კარ-სარკმლები თავსართებითაა შემკული. ტაძრის აღმოსავლეთით ჩანს კიდევ ერთი, უფრო ძველი ტაძრის ნაშთები. ბზიფის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. ციხის ზედა ნაწილში მდებარეობდა ტაძარი, ქვედა ნაწილის ეზოში გადიოდა ძველი გზა. ციხე კეტავდა ბზიფის ხეობას და გადასასვლელს მდინარეზე. ციხის გალავანს, რომელიც აგებულია კარგად დამუშავებული კირქვის კვადრებით, დატანებული აქვს ოთხკუთხა და ნახევრად წრიული კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე.

სარჩევი

ადგილმდებარეობა

საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სოფელი ბზიფი.

კომპლექსში შემავალი ნაგებობები

გალავნით შემოზღუდული ციხე და ტაძარი.

ბზიფის ტაძარი.
აღმოსავლეთის ფასადის სარკმლები
ამჟამინელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ეკლესიაც და ციხეც, მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია. ეკლესია თითქმის ნანგრევებადაა ქცეული და სასწრაფოდ საჭიროებს კონსერვაციას.

ბზიფის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი


ბიბლიოგრაფია
  1. ბზიფი //საქართველო:ენციკლოპედია.I.-თბ.,1990.-გვ.442 ციხესიმაგრის, ტაძრისა(VIII-X სს.)და სხვა ნაგებობების მოკლე აღწერილობა.
  2. ბზიფი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.II.-თბ.,1977.-გვ.353. ცნობები სოფ.ბზიფში მდებარე IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრულ კომპლექსზე.
  3. ბზიფის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი.ტ.I.-თბ.,2007.-გვ. 40-41. სოფ. ბზიფში შემორჩენილი IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსის (ციხე, „ჩაწერილი ჯვრის „ ტიპის ტაძარი) მოკლე აღწერილობა. დართული აქვს ძეგლის ნანგრევების ფოტო. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
  4. აფხაზეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრება //ხვისტანი რ. მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის.-თბ.,2009.-გვ.52-53. ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე. მოკლე წნობა „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ბზიფის ტაძრის შესახებ.
  5. ზუხბაია ვ. დავიცვათ არქიტექწტურული ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1965.-N4.-გვ.53-55. ბზიფის ეკლესიის დაცვის თაობაზე.


იხილე აგრეთვე

ბზიფის ეკლესია

წყარო

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია ; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.
  • საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები