ბობოხიძე აკაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკაკი ბობოხიძე – დაიბადა 1964 წლის 14 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ გორდში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი (1986).
სამუშაო გამოცდილება – კათედრის ასისტენტი (1986-90).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ხონის საარჩევნო ოლქი;
- სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992);
- პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, ბლოკი „11 ოქტომბერი“, გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია.
- პარლამენტის წევრი (2001-2004, 2004-2005): მაჟორიტარი, №55 ხონის საარჩევნო ოლქი;
- ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარე (2006);
- პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში;
- პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქი, ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“ თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი (2016-2020): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები 1990-1991
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები 1992-1995
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები 1999-2004
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები 2004-2008
- საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები 2008-2012
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები 2012-2016
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები 2016-2020
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები