გაგლოევი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 27: ხაზი 27:
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
 
[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]

მიმდინარე ცვლილება 23:57, 7 სექტემბერი 2020 მდგომარეობით

გიორგი გაგლოევი

გაგლოევი გიორგი ალექსანდრეს ძე - (ფსევ.: Дарьял, Виктор, Писиров) (დ. - 7.XI.1883, სოფ. ჭვარები - გ. - 10.XI.1937) - სოციალ-დემოკრატი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

სასწავლებლად შევიდა გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1903 გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ამავე პერიოდში მუშაობა დაიწყო სოფელ ვანათის სამრევლო სკოლის მასწავლებლად. მოგვიანებით გაერთიანდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციაში. 1908-1912 წლებში ცხოვრობდა გერმანიასა და შვეიცარიაში. გერმანიაშივე დაამთავრა საინჟინრო სასწავლებელი. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო პუბლიკაციების გამოქვეყნება როგორც რუსულ, ასევე ქართულ პრესაში. ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ კი არმავირში, დააარსა „შრომის ბირჟა“.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ გიორგი გაგლოევი ხდება არმავირის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე. ამის შემდეგ ის ოსების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეა. ამავე წელს გაგლოევი ხდება საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით და არჩეულ იქნა დამფუძნებელ კრებაში.

1921 წლის საქართელოს ოკუპაციის შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა და საქართველოშივე განაგრძო ცხოვრება. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს ბრალდებით, როგორც უცხო ქვეყნის ჯაშუში და მავნებელი.

მანუჩარ გუნცაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. თბ., 2016;
  • ვ. გურული, ნოე ჟორდანია: პოლიტიკური პორტრეტი 1869-1953, თბ., 1999.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები