გამოყენება მავნე შედეგებით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:26, 3 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამოყენება მავნე შედეგებით - (F1x1), (harmful use), – ფსიქოაქტიური ნივთიერებების იმგვარი გამოყენება, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

ზიანი შეიძლება იყოს სომატური (მაგ., ჰეპატიტი, გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერების ინექციური გზით შეყვანით) და ფსიქიკური (მაგ., მძიმე ალკოჰოლური ეპიზოდით გამოწვეული მეორადი დეპრესია) მავნე შედეგებით გამოყენებას თან სდევს (მაგრამ არ არის აუცილებელი) არასასურვლელი სოციალური შედეგები.

მხოლოდ ამ ნიშნების არსებობა არ არის საკმარისი, რომ დავსვათ დიაგნოზი: გამოყენება მავნე შედეგებით. ამ ტერმინით დსკ მე-10-ში შეცვლილია „გამოყენება დამოკიდებულების გარეშე“, როგორც დიაგნოსტიკური ტერმინი. სხვა დიაგნოსტიკური სისტემების (მაგ., DSM IIIR) უახლოეს ეკვივალენტს წარმოადგენს ტერმინი: მავნედ გამოყენება ნივთიერებების, რომლებსაც, ჩვეულებრივ, თან სდევს სოციალური შედეგები.




იხილე აგრეთვე

გამოყენება მავნე შედეგების რისკით

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები