გეოგრაფიული რუკები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:50, 4 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოგრაფიული რუკები - დედამიწის ზედაპირის ამსახველი, გარკვეული მათემატიკური კანონების მიხედვით შედგენილი შემცირებული, განზოგადებული სქემა, რომელიც გვიჩვენებს ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენების არეალს, მდგომარეობასა და ურთიერთდამოკიდებულებას.

ახასიათებს გაზომვის უნარი (უზრუნველყოფილია კარტოგრაფიული პროექციების და მასშტაბის გამოყენებით), თვალსაჩინოება (აღწევენ სპეციალური კარტოგრაფიული პირობითი ნიშნების გამოყენებით) და გამოსახულების გენერალიზება (უზრუნველყოფენ ყველაზე არსებითი და ტიპური ობიექტების, მოვლენების შერჩევით, მათი მოხაზულობისა და მახასიათებლების განზოგადებით).

კლასიფიცირდება შემდეგი ნიშნების მიხედვით: შინაარსის (ზოგადგეოგრაფიული და თემატიკური), დანიშნულების (უნივერსალური და სპეციალური) და იმის მიხედვით, თუ ტერიტორიის რომელ ნაწილს მოიცავს (მსოფლიოს, კონტინენტების, ოკეანეების, ქვეყნების, რეგიონების და ა.შ. რუკები).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები