გვერდისუბანი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გვერდისუბანი''' – სოფელი [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომი...)
 
(წყარო)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:სოფლები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]
 
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]
 +
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 17:39, 26 აპრილი 2024 მდგომარეობით

გვერდისუბანი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თორის ქვაბულში, გვირგვინას მთის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1480-1565 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 32 კმ მანძილზე, თემის ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 34. მათი უმრავლესობა (97 %) ქართველია (2002).

ვახუშტი ბაგრატიონის ამ სახელწოდებით სოფელს არ ასახელებს. ამიტომ ფიქრობენ, რომ ის ახალი სახელია. სოფლის სიახლოევს დგას ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. ნაგებია რუხი, უხეშად თლილი დიდი ზომის ქვებითა და კირხსნარით. სტილითა და მორთულობით VIII-X საუკუნეებს მიაკუთვნებენ.


[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები