გორის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:ციხე-სიმაგრეები]]
 
[[კატეგორია:ციხე-სიმაგრეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-სიმაგრეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-სიმაგრეები]]
 +
[[კატეგორია:გორის ღირსშესანიშნაობები]]

14:23, 15 ივნისი 2020-ის ვერსია

გორის ციხე - ისტორიული ციხე-სიმაგრე გორში, მაღალ კლდოვან ბორცვზე.

წერილობით წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში, მაგრამ არქეოლოგიური კვლევის შედეგები მოწმობენ, რომ გამაგრებული პუნქტი ამ ადგილას ძვ.წ. I ათასწლეულის უკანასკნელი საუკუნეებიდან არსებობდა.

გორის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული საყრდენი პუნქტი იყო, რომლის დაუფლება მთელ შიდა ქართლზე ბატონობას ნიშნავდა. ამიტომ გორის ციხისათვის მრავალი ბრძოლაა გადახდილი.

XVI საუკუნის იმ მონაკვეთში, როდესაც თბილისს უცხოელი დამპყრობლები აკონტროლებდნენ, გორი, ფაქტობრივად, ქართლის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ ყოფილა განახლებული და გადაკეთებული. დღევანდელი სახე მან 1774 წელს მიიღო, როდესაც, ერეკლე II -ის ბრძანებით, საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები