გუგუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:09, 19 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუგუმი

გუგუმი − სპილენძის წყლის ჭურჭელი, თუნგი, ზოგჯერ, სურის მსგავსი ფართო ფსკერით, ხელიანი და ტუჩიანი. იგი წელში იყო გამოყვანილი, თავსახური ჰქონდა, თუმცა გვხვდებოდა სახურავის გარეშეც. გავრცელებული იყო სხვადასხვა ზომის პატარა ანდა მოზრდილი სპილენძის გუგუმები. თურქეთშიც, განსაკუთრებით, ქართულ მოსახლეობაში, ჭურჭელს ამავე სახელწოდებით იცნობდნენ – gügüm. თედო სახოკია: „პატარა მალხაზმა ბიჭმა გუგუმი (თუნგი) გაარბენინა და თვალის დახამხამებაში მშვენიერი, ცივი, ანკარა წყალი მოიტანა”.





ლიტერატურა

  • სახოკია, 1985:147;
  • ნოღაიდელი, 1935

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები