გუნდაეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:17, 20 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუნდაეთი – სოფელია საქართველოში, ზემო იმერეთში, (ჭიათურის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს მდინარე საძალიხევის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ჭიათურის პლატოზე.

აქაა გუნდაეთის წმ. გიორგის ეკლესია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალური ნაგებობა ზემო იმერეთში. სპეცკიალურ ლიტერატურაში გამოთქმულია სარწმუნო ვარაუდი აღნიშნული ტოპონიმის „გუნდა-ქვისაგან“ (შავი ქვა ანუ მანგანუმი) მომდინარეობის შესახებ. ამ ვარაუდის მიხედვით გუნდაეთი ნიშნავს: „ადგილი, სადაც გუნდა-ქვა ითხრება“, „მარგანეცის მადნით მდიდარი ადგილები“. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ აკ. წერეთლის ცნობილი კორესპონდენცია „გუნდა ქვის ამბავი“ (1880 წ.), რომელიც მას შავი ქვის საბადოების აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოუქვეყნებია.

შეიძლება წარმოვადგინოთ სხვაგვარი მოსაზრებაც. იმერულ დიალექტში „გუნდა“ თავსაბანი მინერალური მიწის სინონიმად გვხვდება: „თავსაბანი მიწა... საქართველოში თითქმის ყველა სოფელს ადგილობრივ ჰქონდა. იგი იყიდებოდა კიდეც. ერთი „გუნდა“ ან „კალაპოტი“ ღირდა დაახლ. 10 კაპიკი“. თუ ამოსვლად „გუნდის“ ამ მნიშვნელობას დავსახავდით, მაშინ სოფლის სახელი გუნდაეთი ასეც შეიძლებოდა გაგვეაზრებინა: „ადგილი, სადაც მოიპოვება გუნდა ანუ თავსაბანი მიწა“. ზემოიმერეთის ტოპონიმიაში, სოფლის სახელწოდების გარდა, გვხვდება აგრეთვე „გუნდეების წყარო“, რაც გუნდამიწების წყაროდ უნდა გავიგოთ: „წყარო, რომლის სიახლოვეს იღებენ თავსაბან ანუ გუნდა მიწას“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები