დამწერლობის წარმოშობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 26: ხაზი 26:
 
პირველყოფილი ადამიანი მიმართავდა საგნების სიმბოლიკას. საგნების საშუალებით ხდებოდა „აზრის გადაცემა“, საგნები ანიშნებდნენ ადამიანებს იმას, რაც შეიძლებოდა გადმოცემულიყო ზეპირი მეტყველების გზით. ასე, მაგალითად, მონადირე თავის მიმართულებას ასე აღნიშნავდა: გზაზე ხის ტოტს დადებდა და ტოტის წვერის მიხედვით შეიძლებოდა მიხვედრა, საით წავიდა იგი. ზოგიერთმა ხალხმა, მაგალითად, ასეთი სიმბოლიკა შეიმუშავა:ქვა ნიშნავდა მაგარს, გამძლეს, ნახშირი - შავს, მწუხარებას, პილპილი მწვავეს, მოუთმენელს, ცნობისმოყვარეს. გამხმარი თავთავი - ტანჯვას, ტკივილებს, ჩვარი - ცუდ მდგომარეობას და მისთანანი. ხუთივე საგანი (ქვა, ნახშირი, პილპილი, გამხმარი თავთავი, ჩვარი) ერთ ტყვეს გაუგზავნია თავისი მეუღლისათვის და ამით უცნობებია: ჩემი სხეული გამძლეა როგორც ქვა; მომავლის იმედი ნახშირივით შავია, ე.ი. უიმედოდ ვარ, ჩემი სხეული თავთავივით გახმება მწუხარებისაგან, გარეგნულად ჩვარს დავემსგავსეო...
 
საგნების საშუალებით პირველყოფილი ადამიანი გამოხატავდა არა მხოლოდ კონკრეტულ ანუ საგნობრივ ცნებებს. როგორც გამორკვეულია, განყენებული (აბსტრაქტული) ცნებების გამოხატვაც შეეძლო იმდროინდელ ადამიანს საგნებისავე მეშვეობით. ამ მიზნის მისაღწევად ირჩევდნენ ისეთ საგნებს, რომელთა ასოციაციით (ანდა ამ საგნებთან დაკავშირებულ ზნე-ჩვეულებათა და სიტუაციების მიხედვით) ცნობიერებაში იბადებოდა გარკვეული განყენებული ცნებები. მაგალითად, როცა პირველყოფილი ხალხები ერთმანეთს ომს უცხადებდნენ, ნიშნად ამისა, უგზავნიდნენ შუბებს, ისრებს ან სხვა საომარ იარაღს; ეს იყო მათი „წერილი“, მათი შეტყობინეომის დასაწყისისა. ზოგიერთ ხალხს ასეთი წესი ჰქონდა შემოღებული: როცა სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ყალიონს ჩამოატარებდნენ, ყალიონი გადადიოდა ხელიდან ხელში. ამრიგად, ყალიონი გამოხატავდა მშვიდობას. იყვნენ ხალხები, რომლებიც ერთმანეთს ნიშნად მეგობრობისა და პატივისცემისა, უგზავნიდნენ მარილის ნატეხს, ხოლო სიძულვილისა და მტრობის აღსანიშნავად ერთმანეთს პილპილს სთავაზობდნენ. სურვილებისა და აზრების გასაზიარებლად ცხოველებსაც იყენებდნენ. ასე, ჰეროდეტე გვიამბობს, რომ როცა ძველმა ირანელებმა სკვითებს მოსთხოვეს აღიარება და მორჩილება, სკვითებმა მათ გაუგზავნეს ფრინველი, თაგვი, ბაყაყი და ხუთი ისარი. ეს იყო თავისებური ნოტა, რომელიც ნიშნავდა: „ირანელებო, თუ თქვენ არ ძალგიძთ ფრინველივით ფრენა, მიწაში თაგვივით ძრომა და დამალვა, ჭაობებში ბაყაყივით ხტომა, მაშინ იმედი ნურაფრისა გექნებათ: დაიცხრილებით ჩვენი ისრებით, უკეთუ ფეხს შემოდგამთ სკვითთა მიწაზე“.
+
საგნების საშუალებით პირველყოფილი ადამიანი გამოხატავდა არა მხოლოდ კონკრეტულ ანუ საგნობრივ ცნებებს. როგორც გამორკვეულია, განყენებული (აბსტრაქტული) ცნებების გამოხატვაც შეეძლო იმდროინდელ ადამიანს საგნებისავე მეშვეობით. ამ მიზნის მისაღწევად ირჩევდნენ ისეთ საგნებს, რომელთა ასოციაციით (ანდა ამ საგნებთან დაკავშირებულ ზნე-ჩვეულებათა და სიტუაციების მიხედვით) ცნობიერებაში იბადებოდა გარკვეული განყენებული ცნებები. მაგალითად, როცა პირველყოფილი ხალხები ერთმანეთს ომს უცხადებდნენ, ნიშნად ამისა, უგზავნიდნენ შუბებს, ისრებს ან სხვა საომარ იარაღს; ეს იყო მათი „წერილი“, მათი შეტყობინეომის დასაწყისისა. ზოგიერთ ხალხს ასეთი წესი ჰქონდა შემოღებული: როცა სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ყალიონს ჩამოატარებდნენ, ყალიონი გადადიოდა ხელიდან ხელში. ამრიგად, ყალიონი გამოხატავდა მშვიდობას. იყვნენ ხალხები, რომლებიც ერთმანეთს ნიშნად მეგობრობისა და პატივისცემისა, უგზავნიდნენ მარილის ნატეხს, ხოლო სიძულვილისა და მტრობის აღსანიშნავად ერთმანეთს პილპილს სთავაზობდნენ. სურვილებისა და აზრების გასაზიარებლად ცხოველებსაც იყენებდნენ. ასე, ჰეროდეტე გვიამბობს, რომ როცა ძველმა ირანელებმა სკვითებს მოსთხოვეს აღიარება და მორჩილება, სკვითებმა მათ გაუგზავნეს ფრინველი, თაგვი, ბაყაყი და ხუთი [[ისარი]]. ეს იყო თავისებური ნოტა, რომელიც ნიშნავდა: „ირანელებო, თუ თქვენ არ ძალგიძთ ფრინველივით ფრენა, მიწაში თაგვივით ძრომა და დამალვა, ჭაობებში ბაყაყივით ხტომა, მაშინ იმედი ნურაფრისა გექნებათ: დაიცხრილებით ჩვენი ისრებით, უკეთუ ფეხს შემოდგამთ სკვითთა მიწაზე“.
  
ძალიან გავრცელებული იყო უხსოვარი დროიდანვე სხვადასხვა ხალხებში დაჭდევა, ჭდის გაკეთება ჯოხზე რისამე მისანიშნავად, უმთავრესად რიცხვის, რაოდენობის აღსანიშნავად. ეს იყო პირობითი ნიშნები, დანით ამოთლილი, დაჭდეული. უნდა აღინიშნოს, რომ დაჭდევა ბევრ ხალხს ჩვენს დრომდისაც შემორჩა. ცნობილი იყო საქართველოშიც. თედო სახოკიას ცნობით, ჭდეს თბილისში XIX საუკუნის ოთხმოციან - ოთხმოცდაათიან წლებშიც ხმარობდნენ ვაჭრობაში. ჭდე ერთგვარი პირველყოფილი საბუღალტრო წიგნის როლს ასრულებდა. დაჭდევის საშუალებით ანგარიშს აწარმოებდნენ უმთავრესად რაჭველი მეთორნეები. იმ დროს ისინი პურს ტაბაკებით ეზიდებოდნენ სახლებში ნისიად. საჭდე ჯოხი შუაზე იყო გაპობილი. როცა უნდოდათ მუშტართან დატოვებული პურის რაოდენობა აღენიშნათ, ჯოხის ნახევრებს ერთიმეორეს ზუსტად მიადებდნენ და დანით ჩამოთლიდნენ პურის რაოდენობის აღმნიშვნელ ჭდეს. ჯოხის ერთ ნახევარს მეპურე წაიღებდა, მეორე ნახევარი პურის მომხმარებელს დარჩებოდა, ანგარიშს თვის ბოლოს გაასწორებდნენ. ამისათვის ჯოხის ნახევრებს ერთიმეორეს მიადებდნენ და დაითვლიდნენ, რამდენი ჭდე იყო გაკეთებული, მომხმარებელი ამ ჭდეთა რიცხვის კვალობაზე გადაუხდიდა ფულს თავის კრედიტორს. ისიც ცნობილია, რომ მეგრელი მწყემსები ცხვრისა და თხების სათვალავად პატარა, ერთ ციდა ოთხკუთხა ჯოხებზე, რომელთაც მასრებივით ატარებდნენ სამასრეებში გულზე, ჭდეებს აკეთებდნენ. ჭდის დადების ჩვეულება მოხევეებშიც არსებობდა უკანასკნელ ხანამდის.
 
15:57, 16 მარტი 2018-ის ვერსია

დამწერლობის წარმოშობა - წერის ხელოვნების საშუალებით ადამიანი თავის ნაფიქრ-ნააზრევს გადასცემს სხვა ადამიანს. დამწერლობის ცნება ფართოა და იგი მოიცავს არა მხოლოდ ნიშნებს, რომლებიც გამოხატავენ ენის ბგერითს ელემენტებს - მთელ სიტყვებს მარცვლებს ან ცალკეულ ბგერებს, არამედ ზოგიერთი ხალხის წერის სისტემაში გამოსახავენ ნახატებსაც, გრაფიკულ სიმბოლოებსაც.

წერის გამოგონებით ადამიანმა თავისი აზრი უკვდავყო, რაკი ერთხელ ნათქვამი სამუდამოდ რჩება დაწერილის სახით და თაობიდან თაობას გადაეცემა. „რაც კალმით დაიწერება ნაჯახითაც არ ამოიშლებაო“. უთქვამს ხალხს, და ამ ანდაზით შესანიშნავად არის გამოხატული წერის განუზომელი ძალა და მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში.

წერა კულტურის დიდი მონაპოვარია. თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრება ისე მჭიდროდაა დაკავშირებული დამწერლობასთან, რომ შეიძლება ითქვას, უდამწერლობოდ არც შეიძლება იარსებოს ცივილიზაციამ. მთელი რიგი გენიალური აღმოჩენები, გამოგონებანი წერის ხელოვნებასთანაა დაკავშირებული; წერის გარეშე არ შეიძლებოდა არსებულიყო წიგნის ბეჭდვა, ტელეგრაფი, სტენოგრაფია - ეს გენიალური გამოგონებანი, რითაც კაცობრიობა სამართლიანად ამაყობს. ძველი სიბრძნეა: “verba volant, scripta manent” – „ნათქვამი გაფრინდება დაწერილი კი რჩებაო“. ამრიგად, წერის ისტორია იმავე დროს საკაცობრიო კულტურის ისტორიაა და ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იჭერს პროგრესისა და ცივილიზაციის საერთო სისტემაში.

სავსებით გასაგებია, რომ რაკი წერა კულტურის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია, მეცნიერება დაინტერესებულია შეისწავლოს მისი წარმოშობისა და განვითარების საკითხები, ნათელი მოჰფინოს ცივილიზაციის ამ მძლავრი იარაღის საიდუმლოებას გამოიკვლიოს მისი მექანიზმი.

დამწერლობას სწავლობს მეცნიერების ორი დარგი - პალეოგრაფია და ეპიგრაფიკა.

დამწერლობისადმი ინტერესი ორგვარია: თეორიული და პრაქტიკული. თეორიული თვალსაზრისით ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ჩაისახა და განვითარდა წერა და რა ფორმებისაგან აღმოცენდა იგი, რა სახეობის დამწერლობა მოეპოვება სხვადასხვა ხალხს, რა ხერხებით ამოიცნობენ ამა თუ იმ ძნელად გასაგებ ანბანს, რა გზებით მიემართება ჩვენი წერის ხელოვნება და ა.შ. პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენ გვაინტერესებს წერის ტექნიკა საერთოდ, მაგალითად, წერის შესწავლა სკოლაში თუ სკოლის გარეთ, წერის ხერხების გამარტივება და სხვ. აქ უნდა აღინიშნოს, რომ წერა თავისი შინაგანი ხასიათით მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტყველებასთან. სწორედ დამწერლობამ შემოგვინახა ძველი ენები; უამისოდ არ გვეცოდინებოდა კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციის ენები, ისტორიული ჟამთუკუღმართობის შედეგად გადაშენებულნი და აღმოფხვრილნი. მეტყველების ევოლუციის შესაბამისად იცვლებოდა დამწერლობაც. ზოგჯერ ზეპირი მეტყველების გავლენით იცვლება წერითი გამოხატულების ფორმაც. აქ იგულისხმება ცვლილებანი მართლწერაში. ხდება პირიქითაც: წერითი მეტყველების გავლენით ხშირად ხალხური მეტყველების ფორმებიც იცვლება. არაიშვიათად ეს ორივე პროცესი ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. სწორედ ამით აიხსნება ამა თუ იმ ხალხის ცდა - გაამარტივოს თავისი მართლწერა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დამწერლობა ზოგჯერ სქემატიზებულია. ავიღოთ თანამედროვე ევროპის მაგალითი.ფრანგული, და, განსაკუთრებით, ინგლისური წერა არსებითად სქემებია ზეპირი მეტყველებისა, რამდენადაც არ წარმოგვიდგენენ ცალკეული ბგერების ზუსტ შესატყვისობას. ამ ენათა დღევანდელი ბგერები არ არის ყოველთვის გადმოცემული წერაში. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ლიტერატურული ენა ისტორიულად დაშორდა ხალხურ მეტყველებას, არ გამარტივდა მართლწერა. ამიტომ ინგლისურ წერაში არის რამდენიმე ასო ერთი და იმავე ბგერის გამოსახატავად, და, პირიქით, ერთი და იგივე ასო შეიძლება წარმოითქვას სხვადასხვანაირად.

ამ ზოგადი განმარტების შემდეგ გავეცნოთ წერის ჩასახვა-განვითარების მთავარ საფეხურებს.

დამწერლობის წინა საფეხურები

ადამიანს წერა ერთბაშად არ შეუქმნია.

ადამიანთა შორის ურთიერთობა ხორციელდებოდა მხოლოდ მეტყველების საშუალებით, საზოგადოების განვითარების იმ უძველეს საფეხურზე არც იყო საჭიროება, ადამიანს როგორმე აღებეჭდა თავის ნათქვამი, ანდა შორს ვინმესთვის შეეტყობინებინა თავისი ნაფიქრ-ნააზრევი. ცხოვრების წინსვლასთან ერთად თანდათან ჩნდება აუცილებლობა, ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანს გაუზიაროს თავისი აზრი არა მხოლოდ უშუალო კონტაქტის გზით, არა მხოლოდ ზეპირი მეტყველების მეშვეობით. სოციალური ურთიერთობისა და გონებრივი განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე ადამიანს გაუჩნდა წერა-კითხვის საჭიროება. მაგრამ ვიდრე ამ საფეხურს მიაღწევდა, კაცობრიობამ განვლო შემამზადებელი საფეხური, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა საშუალებებს მიმართავდა პირველყოფილი ადამიანი, რათა სხვისთვის აზრი გადაეცა არა ზეპირი მეტყველების გზით? სხვანაირად რომ ვთქვათ, რა ასრულებდა კაცობრიობის განვითარების უძველეს საფეხურზე წერის მაგივრობას?

პირველყოფილი ადამიანი მიმართავდა საგნების სიმბოლიკას. საგნების საშუალებით ხდებოდა „აზრის გადაცემა“, საგნები ანიშნებდნენ ადამიანებს იმას, რაც შეიძლებოდა გადმოცემულიყო ზეპირი მეტყველების გზით. ასე, მაგალითად, მონადირე თავის მიმართულებას ასე აღნიშნავდა: გზაზე ხის ტოტს დადებდა და ტოტის წვერის მიხედვით შეიძლებოდა მიხვედრა, საით წავიდა იგი. ზოგიერთმა ხალხმა, მაგალითად, ასეთი სიმბოლიკა შეიმუშავა:ქვა ნიშნავდა მაგარს, გამძლეს, ნახშირი - შავს, მწუხარებას, პილპილი მწვავეს, მოუთმენელს, ცნობისმოყვარეს. გამხმარი თავთავი - ტანჯვას, ტკივილებს, ჩვარი - ცუდ მდგომარეობას და მისთანანი. ხუთივე საგანი (ქვა, ნახშირი, პილპილი, გამხმარი თავთავი, ჩვარი) ერთ ტყვეს გაუგზავნია თავისი მეუღლისათვის და ამით უცნობებია: ჩემი სხეული გამძლეა როგორც ქვა; მომავლის იმედი ნახშირივით შავია, ე.ი. უიმედოდ ვარ, ჩემი სხეული თავთავივით გახმება მწუხარებისაგან, გარეგნულად ჩვარს დავემსგავსეო...

საგნების საშუალებით პირველყოფილი ადამიანი გამოხატავდა არა მხოლოდ კონკრეტულ ანუ საგნობრივ ცნებებს. როგორც გამორკვეულია, განყენებული (აბსტრაქტული) ცნებების გამოხატვაც შეეძლო იმდროინდელ ადამიანს საგნებისავე მეშვეობით. ამ მიზნის მისაღწევად ირჩევდნენ ისეთ საგნებს, რომელთა ასოციაციით (ანდა ამ საგნებთან დაკავშირებულ ზნე-ჩვეულებათა და სიტუაციების მიხედვით) ცნობიერებაში იბადებოდა გარკვეული განყენებული ცნებები. მაგალითად, როცა პირველყოფილი ხალხები ერთმანეთს ომს უცხადებდნენ, ნიშნად ამისა, უგზავნიდნენ შუბებს, ისრებს ან სხვა საომარ იარაღს; ეს იყო მათი „წერილი“, მათი შეტყობინეომის დასაწყისისა. ზოგიერთ ხალხს ასეთი წესი ჰქონდა შემოღებული: როცა სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ყალიონს ჩამოატარებდნენ, ყალიონი გადადიოდა ხელიდან ხელში. ამრიგად, ყალიონი გამოხატავდა მშვიდობას. იყვნენ ხალხები, რომლებიც ერთმანეთს ნიშნად მეგობრობისა და პატივისცემისა, უგზავნიდნენ მარილის ნატეხს, ხოლო სიძულვილისა და მტრობის აღსანიშნავად ერთმანეთს პილპილს სთავაზობდნენ. სურვილებისა და აზრების გასაზიარებლად ცხოველებსაც იყენებდნენ. ასე, ჰეროდეტე გვიამბობს, რომ როცა ძველმა ირანელებმა სკვითებს მოსთხოვეს აღიარება და მორჩილება, სკვითებმა მათ გაუგზავნეს ფრინველი, თაგვი, ბაყაყი და ხუთი ისარი. ეს იყო თავისებური ნოტა, რომელიც ნიშნავდა: „ირანელებო, თუ თქვენ არ ძალგიძთ ფრინველივით ფრენა, მიწაში თაგვივით ძრომა და დამალვა, ჭაობებში ბაყაყივით ხტომა, მაშინ იმედი ნურაფრისა გექნებათ: დაიცხრილებით ჩვენი ისრებით, უკეთუ ფეხს შემოდგამთ სკვითთა მიწაზე“.

ძალიან გავრცელებული იყო უხსოვარი დროიდანვე სხვადასხვა ხალხებში დაჭდევა, ჭდის გაკეთება ჯოხზე რისამე მისანიშნავად, უმთავრესად რიცხვის, რაოდენობის აღსანიშნავად. ეს იყო პირობითი ნიშნები, დანით ამოთლილი, დაჭდეული. უნდა აღინიშნოს, რომ დაჭდევა ბევრ ხალხს ჩვენს დრომდისაც შემორჩა. ცნობილი იყო საქართველოშიც. თედო სახოკიას ცნობით, ჭდეს თბილისში XIX საუკუნის ოთხმოციან - ოთხმოცდაათიან წლებშიც ხმარობდნენ ვაჭრობაში. ჭდე ერთგვარი პირველყოფილი საბუღალტრო წიგნის როლს ასრულებდა. დაჭდევის საშუალებით ანგარიშს აწარმოებდნენ უმთავრესად რაჭველი მეთორნეები. იმ დროს ისინი პურს ტაბაკებით ეზიდებოდნენ სახლებში ნისიად. საჭდე ჯოხი შუაზე იყო გაპობილი. როცა უნდოდათ მუშტართან დატოვებული პურის რაოდენობა აღენიშნათ, ჯოხის ნახევრებს ერთიმეორეს ზუსტად მიადებდნენ და დანით ჩამოთლიდნენ პურის რაოდენობის აღმნიშვნელ ჭდეს. ჯოხის ერთ ნახევარს მეპურე წაიღებდა, მეორე ნახევარი პურის მომხმარებელს დარჩებოდა, ანგარიშს თვის ბოლოს გაასწორებდნენ. ამისათვის ჯოხის ნახევრებს ერთიმეორეს მიადებდნენ და დაითვლიდნენ, რამდენი ჭდე იყო გაკეთებული, მომხმარებელი ამ ჭდეთა რიცხვის კვალობაზე გადაუხდიდა ფულს თავის კრედიტორს. ისიც ცნობილია, რომ მეგრელი მწყემსები ცხვრისა და თხების სათვალავად პატარა, ერთ ციდა ოთხკუთხა ჯოხებზე, რომელთაც მასრებივით ატარებდნენ სამასრეებში გულზე, ჭდეებს აკეთებდნენ. ჭდის დადების ჩვეულება მოხევეებშიც არსებობდა უკანასკნელ ხანამდის.

პირველყოფილი ადამიანები თავიანთი აზრის გამოსახატავად იყენებდნენ, აგრეთვე, ნასკვებიან თასმებს. ეს იყო „საგნობრივი წერის“ ერთ-ერთი გავრცელებული სახეობა, რომელსაც მიმართავდნენ ირანელები, ჩინელები და სხვა ხალხები; დასავლეთ აფრიკის ზოგიერთმა ხალხმა ჩვენს დრომდისაც შემოინახა ამგვარი „წერის“ ტექნიკა. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე გვიამბობს: ირანის ერთმა მეფემ, რომელიც სკვითთა დასაპყობად გაემართა, ირანის ტირანებს დაუტოვა ღვედი, რომელსაც 60 ნასკვი ჰქონდა. ეს 60 ნასკვი ნიშნავდა 60 დღეს, - ამდენ ხანს უნდა დარჩენილიყო იგი ომში. ყოველდღე უნდა გაეხსნათ თითო ნასკვი. ზოგიერთმა ტომმა ჩვენს დრომდის შემოინახა გამოანგარიშების ამგვარი წესი, მაგალითად, ქმარი თუ წავა სამოგზაუროდ, თავის ცოლს უტოვებს ნასკვებიან თასმას; აქვს იმდენივე ნასკვი, რამდენ დღესაც დაჰყოფს იგი გზაში.

თანდათანობით გზას იკაფავს მხატვრობა; ესაა დამწერლობის ჩანასახი. მონადირეს უკვე აღარ აკმაყოფილებს აჩვენოს, თუ რა მიმართულებით მიდის, რა მიმართულებით მისდევს ნადირს. დროთა ვითარებაში დაიბადა აუცილებლობა, აღინიშნოს, თუ, სახელდობრ, რა ნადირს დაედევნა იგი. ამის „თქმა“ შეიძლება ნახატით; ხატვის საშუალებით გაცილებით მეტის თქმა შეიძლება.

ხატვა დიდი წინწადგმული ნაბიჯია წერისაკენ. მაგრამ ეს მაინც არაა წერა, ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენამდის მოღწეული უძველესი ხანის ნახატები ყველა არ შეიძლება მივიჩნიოთ წერის იმდროინდელ საშუალებად.დღეს ჩვენთის, ცივილიზებული ადამიანებისათვის, რომლებიც შორსა ვართ პრიმიტიული აზროვნებისაგან, ძნელია გავერკვეთ, ესა თუ ის უძველესი ნახატი მხოლოდ ნახატია, ინდივიდუალური ესთეტიკური ემოციის გამოსახულება თუ იმდროინდელი „წერის“ ფორმა.

ნახატ „ნაწერს“ ვუწოდებთ პიქტოგრამებს, ზოგჯერ იეროგლიფებს. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ პიქტოგრამები - ეს მხოლოდ ნახატებია, მაშინ როდესაც იეროგლიფები შეიცავენ გეომეტრიულ და სხვა ელემენტებსაც.

პიქტოგრამები ხასიათდებიან შემდეგი თავისებურებით: ისინი გვაცნობენ ერთ რომელიმე ამბავს. თითოეული ნახატი ჩვეულებრივ შეესატყვისება ერთ წინადადებს.

რა შინაარსისაა ეს უძველესი პიქტოგრამები?

ისინი შეიცავენ:

1. სიყვარულის ახსნას. – „პიქტოგრაფიული სატრფიალო წერილები“ – (შემოგვინახეს ჩრდილო ამერიკელმა ინდიელებმა და ჩრდილო-ციმბირელებმა);
2. მონადირეების ცნობებს;
3. მაგიურ და შელოცვის ფორმულებს;
4. საომარი შეტაკებებისა და ლაშქრობის ცნობებს;
5. პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტებს“ პეტიციებს, ხელშეკრულებებს, მოსახლეობის აღწერებს, განცხადებებს და სხვ.

ზოგიერთმა ხალხმა დიდი ხნის განმავლობაში შემოინახა პიქტოგრაფიული წერა. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელები პიქტოგრაფიას იყენებდნენ XIX საუკუნის ბოლომდის.

ნახატი წარმოადგენს პიქტოგრაფიულ წერილს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის, ინდიელებმა (XIX საუკუნის შუა წლებში) გაუგზავნეს ჩრდილოეთ ამერიკის პრეზიდენტს. ინდიელები სთხოვდნენ პრეზიდენტს,დაგვრთეთ ნება, დავსახლდეთ შორეულ ტბებზე, სადაც უკეთესი ბუნებრივი პირობებია ცხოვრებისათვისო. წერილში აღნიშნულია თხოვნის საგანი - ტბები, რომლებთანაც შეერთებულია წეროს თვალი, გამოსახულია 7 ინდიელი ტომის სიმბოლოები: თევზი, ადამიანი, წავი, 3 კენგურუ და წერო. მათი თვალები ხაზებითაა შეერთებული. ეს იმას ნიშნავს, რომ შვიდივე ტომის საერთო გადაწყვეტილებაა, საერთო აზრია თავიანთი ადგილებიდან აყრა და შორს გადასახლება. მათი გულებიც ხაზებითაა შეერთებული, მაშასადამე ყველას ერთი გრძნობა ამოძრავებს. წინამძღოლი წერო ორი მიმართულებით იყურება: თვალიდან გამოდის ორი ხაზი, ერთი მიპყრობილია პრეზიდენტისაკენ, მეორე შეერთებულია ტბებთან სურათის ბოლოში (ერთი ტბა მათი ახლანდელი სამკვიდდროა, მეორე - სადაც მათ სურთ გადასვლა).

სურათი უკიდურესად ლაკონურია და, ამასთანავე, მკაფიოდ გადმოსცემს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც გადაშენებას უქადიან ულმობელი კოლონიზატორებიო,

ამრიგად, ჩვენთვის ნათელია; რომ პიქტოგრამა წერის პირველი საფეხურია.

შემდგომი საფეხურია იდეოგრაფია, რომელიც ლოგიკური განვითარებაა პიქტოგრამის სისტემისა. რამდენადაც სიტყვა და ნახატი წარმოადგენენ ერთი და იმავე ობიექტის გამოხატვის ორ შესაძლებელ საშუალებას, ამდენად, ხალხი უხსოვარ დროს გარკვეულ ნახატებს აიგივებდა გარკვეულ სიტყვებთან. თუ წინათ მთელი წინადადებები ერთი ნახატით „გამოითქმოდა“, თანდათანობით ნახატი ერთი სიტყვის ეკვივალენტი ხდება, ადამიანი უკვე სიმბოლოებს მიმართავს, „წერის“ ნიშნებს პირობითი ხასიათი ენიჭება.

ფონეტიკური დამწერლობის წარმოშობა

ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმა ჩამოაყალიბეს. ცხადია ფონეტიკური წერის წარმოქმნა უდიდესი პროგრესული ნაბიჯია კაცობრიობის ისტორიაში. ამიერიდან უკვე საჭირო აღარაა იდიოგრამები და სხვა სახის დამატებითი ნიშნები. ყოველი ასო გამოხატავს ერთ რომელიმე ბგერას, ყოველი ბგერა გადმოცემულია ერთი ასოთი. სადღაა ის სიძნელე თუ სირთულე, ძველი წერის სისტემებს რომ ახლდა. 22 ნიშნით, რომელსაც შეიცავს ფინიკიური ანბანი, შეიძლება დაიწეროს ყოველი ფინიკიური თუ მისი მონათესავე სემიტური ენების სიტყვა. საოცრად გამარტივდა, გაადვილდა წერა. და სწორედ ასეთი სიმარტივის გამო ამ ანბანმა უდიდესი გავრცელება პოვა მსოფლიოში. ახლა დამწერლობა აღარაა ხელოვნება, ამიერიდან ბგერების გრაფიკული თვალსაჩინოება განთავისუფლდა, როგორც იქნა, ძველი სიმბოლური ფორმებისაგან, კაცობრიობამ უკვე მიაღწია წერის საბოლოო ფორმას - ნამდვილ ანბანს, ფონეტიკურ წერას.

იბადება კითხვა: საიდან წარმოდგება ფინიკიური ანბანი? ფინიკიური ანბანის წარმოშობის თაობაზე მეცნიერები დავობდნენ ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან მოყოლებული, დავობენ დღესაც, რომაელი პოეტი ლუკანი და ბუნებისმეტყველი პლინიუსი აღიარებდნენ, რომ ანბანის პირველი გამომგონებელნი ფინიკიელებია. ბერძენი - პლატონი, პლუტარქი და რომაელი ისტორიკოსი ტაციტი ფიქრობდნენ, რომ ფინიკიური ალფაბეტი ეგვიპტური დამწერლობის საფუძველზეა გამომუშავებულიო.

1905 წელს სინას ნახევარკუნძულზე აღმოჩნდა 16 წარწერა კედელზე (ათარიღებდნენ ძვ. წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებით). ეს წარწერები ისეთი ნიშნებითაა შესრულებული, რომ ფიქრობენ, ისინი უნდა წარმოადგენდნენ შუალედურ საფეხურს ეგვიპტურსა და ძველსემიტურს (ე.ი. ფინიკიურს) შორის. მკვლევართა აზრით, ეგვიპტური დამწერლობა სემიტ ხალხებს გააცნო ერთმა სემიტური მოდგმის ტომმა, რომელიც XVI საუკუნეში (ძვ.წ.) გამოაძევეს ეგვიპტიდან და გამოტყორცნეს აზიაში. არსებობს სხვა თეორიებიც, მაგრამ მათ აქ არ შევეხებით.

ასეთია, ზოგადად, ფინიკიური ანბანის ისტორია.

როგორია ფინიკიური დამწერლობის გავრცელების გზები?

ფინიკიურმა ანბანმა უდიდესი როლი შეასრულა ახალი მსოფლიოს კულტურულ ცხოვრებაში: მისი გავლენით შემუშავდა ანბანთა უმრავლესობა, მათ შორის ყველა ევროპული ანბანი ფინიკიურის საფუძველზეა შექმნილი და ჩამოყალიბებული.

ჯერ იყო და ფინიკიური დამწერლობა შეითვისეს ბერძნებმა. შემდეგ იგი ბერძნულის მეშვეობით, მთელ ევროპაში გავრცელდა. აზიის ქვეყნებშიც მრავალი ანბანი შეიქმნა ფინიკიურის მიხედვით, აქ დავასახელებთ ებრაული და არაბული ანბანის ტიპებს.

ფინიკიური ანბანის გავრცელება იწყება ძვ.წ. IX საუკუნიდან. უშუალოდ ის ხალხები ითვისებდნენ ახალ ანბანს, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ ფინიკიელებთან.

ბერძნული ანბანის თავდაპირველი სახეობა ზუსტი ასლია ფინიკიური ანბანისა. ბერძნულ ანბანში ასოების დალაგება - თანმიმდევრობა ისეთივეა, როგორც ფინიკიურში. ასე გასინჯეთ, ასოთა სახელები ბერძნულში დამახინჯებული სემიტური სიტყვებია. მაგალითად, ბერძნული სიტყვა „ალფა“ წარმოდგება სემიტური „ალეფ“-ისაგან, რაც ნიშნავს ხარს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასო „ს“-ს თავდაპირველი გამოსახულება რქებიანი ხარის თავის წარმოდგენას იძლეოდა. ბერძნული „ბეტა“ იგივეა, რაც სემიტური „ბეტ“ (სახლი); შეადარე აგრეთვე „დელტა“ და სემიტური „ლანეტ“ (კარი) და სხვ. ძველ ბერძნულ წარწერაში დაცულია წერის სემიტური მიმართულება: ასოები იწერებოდა მარჯვნიდან მარცხნივ. ბერძნებმა გარდამავალი მიმართულება გამოიმუშავეს: პირველი სტრიქონი მიდიოდა მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე სტრიქონი - მარცხნიდან მარჯვნივ, მესამე სტრიქონი - ისევ მარჯვნიდან მარცხნივ და ა.შ. წერის ამგვარ მიმართულებას ეწოდებოდა „ბუსტროფენდონი“ - ხარის მობრუნება, ე.ი. წერა, მსგავსი კვალში ჩამდგარი მხვნელი ხარის სვლისა. მხოლოდ ძვ.წ. IV საუკუნეში დაიწყეს ბერძნებმა წერა მარცხნიდან მარჯვნივ.

ბერძნული დამწერლობა განეკუთვნება ძვ.წ. VIII და VII საუკუნეებს. ფინიკიურ ანბანში, როგორც ვთქვით, იყო 22 ასო; ესენი თანხმოვნებისთვის, ხმოვნებისთვის კი ნიშნები არ არსებობდა. ბერძნულ ანბანში უკვე V საუკუნიდან (ძვ.წ.) ჩნდება ხმოვნების აღმნიშვნელი ასოები.

ბერძნული ანბანისაგან მომდინარეობენ ყველა ევროპული ხალხის ანბანური ტიპები, დასავლეთში ანბანი გავრცელდა იმ ბერძნული კოლონიების გზით, რომლებიც განლაგებული იყვნენ აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. ბერძნებისგან შეითვისეს ანბანი რომაელებმა და უკანასკნელთაგან გავრცელდა ამ ტიპის ალფაბეტი დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში.

წყარო

შოთა ძიძიგური, საენათმეცნიერო საუბრები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები