დანაელთა ძღვენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 28 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანაელთა ძღვენი

დანაელთა ძღვენი – ჰომეროსის ეპოსში ბერძნები აქაველებად და დანაელებად იწოდებიან. ფრთიანი გამოთქმა „დანაელთა ძღვენი“ მომდინარეობს ტროას აღების მითოსიდან: როდესაც ტროელებმა გადაწყვიტეს ქალაქის კარიბჭე გაეღოთ და შიგ შეეგორებინათ ბერძენთა (დანაელთა) მიერ დატოვებული ხის ცხენი ქურუმმა ლაოკოონმა წამოიძახა: „გეშინოდეთ დანაელების მაშინაც კი, როდესაც მოაქვთ საჩუქრები!“ ბერძენთა მზაკვრულმა ჩანაფიქრმა დაღუპა ტროა (ტროას ომი).

გამოთქმა „დანაელთა ძღვენი“ ვერაგული მიზნით მორთმეულ საბოძვარზე მიგვანიშნებს.


იხილე აგრეთვე

დანაოსი


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები