დასხივების შესახებ გაფრთხილების სადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:31, 19 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დასხივების შესახებ გაფრთხილების სადგური - მოწყობილობა, რომლითაც საფრენი აპარატის, ხომალდის ან საბრძოლო მანქანის ეკიპაჟს ატყობინებენ, რომ მოწინააღმდეგემ დაზვერვის რადიოელექტრონული საშუალებებით და მართვადი იარაღით დასხივება მოახდინა. საშუალებას იძლევა განისაზღვროს დასხივების წყაროს პელენგი, მისი დაშორება, მუშაობის რეჟიმი, რაკეტის გაშვების ფაქტი და სხვა.

დასხივების შესახებ გაფრთხილების სადგური შეიძლება იყოს რადიოტექნიკური, ოპტიკურ-ელექტრონული და ჰიდროაკუსტიკური. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად ეკიპაჟი ღებულობს სათანადო გადაწყვეტილებას.

ზოგიერთი დასხივების შესახებ გაფრთხილების სადგური მართავს დაბრკოლებების შემქმნელ და ავტომატურ რეჟიმში აქტიური დაცვის განმახორციელებელ მოწყობილობებს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები