დაფარვის არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:47, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაფარვის არმია - სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ნაწილი, რომელიც წინასწარ იშლება საზღვართან ახლოს მოწინააღმდეგის უეცარი თავდასხმის მოსაგერიებლად, მობილიზაციის, სამხედრო მოქმედებების თეატრზე მთავარი ძალების თავმოყრის და სტრატეგიული გაშლის უზრუნველსაყოფად, მათთვის და საომარ მოქმედებებში ორგანიზებული ჩართვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.

კატეგორია დაფარვის არმია გაჩნდა I მსოფლიო ომის შემდეგ და დაკარგა თავისი მნიშვნელობა XX საუკუნის მეორე ნახევარში.

თანამედროვე პირობებში დაფარვის არმიის ფუნქციებს ასრულებენ საზღვრისპირა სამხედრო დაჯგუფებების დაფარვის ჯარები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები