დემილიტარიზაცია (ტერიტორიის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:44, 13 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დემილიტარიზაცია (ტერიტორიის) - მშვიდობიანობის დროს განსაზღვრულ ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების, იარაღისა და შეიარაღებული ძალების განლაგების აკრძალვა საერთაშორისო შეთანხმებით. დემილიტარიზაცია ნაწილობრივია, როცა აკრძალვა ეხება შეიარაღების ამა თუ იმ სახეობას.
დემილიტარიზაციის მიზანია სახელმწიფოებს შორის სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება და ამიტომ მას იყენებენ ისეთ რაიონებში, სადაც კონფლიქტის უშუალო საფრთხე არსებობს.