დემონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დემონი“ გადაიტანა გვერდზე „დემონები“ გადამისამართებაზე)
ხაზი 4: ხაზი 4:
 
და მაინც, ძველ მითოსშიც კი განსხვავება ღვთაებრივსა და დემონურს შორის ზუსტად ნათელი არ არის. ბევრი დემონი მოგვიანებით ღმერთად შერაცხეს, ხოლო ღმერთები დემონებად ან გმირებად გვევლინებოდნენ.  
 
და მაინც, ძველ მითოსშიც კი განსხვავება ღვთაებრივსა და დემონურს შორის ზუსტად ნათელი არ არის. ბევრი დემონი მოგვიანებით ღმერთად შერაცხეს, ხოლო ღმერთები დემონებად ან გმირებად გვევლინებოდნენ.  
  
ჰომეროსთან დემონები ადამიანებისადმი ან ნეიტრალურნი არიან, ან მტრულად განწყობილნი. მათ შეუძლიათ კაცს წარსტაცონ გონება, მზერა და ა.შ. მოგვიანებით განასხვავებდნენ მტრულ დემონებსა და კეთილ დემონებს-სულებს, რომლებიც ბოროტებათაგან იფარავდნენ ადამიანს. ბერძენ ფილოსოფოს-იდეალისტთა მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა თავისი [[დემონი]], რომელიც მას წინამძღვრობდა.
+
ჰომეროსთან დემონები ადამიანებისადმი ან ნეიტრალურნი არიან, ან მტრულად განწყობილნი. მათ შეუძლიათ კაცს წარსტაცონ გონება, მზერა და ა.შ. მოგვიანებით განასხვავებდნენ მტრულ დემონებსა და კეთილ დემონებს-სულებს, რომლებიც ბოროტებათაგან იფარავდნენ ადამიანს. ბერძენ ფილოსოფოს-იდეალისტთა მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა თავისი დემონი, რომელიც მას წინამძღვრობდა.
  
რომში დემონებს აიგივებდნენ [[გენიუსი|გენიუსთან]] (გენია). მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ დაჩრდილა [[ოლიმპიური პანთეონი|ოლიმპიური რელიგია]], რწმენა დემონების არსებობისა არ გამქრალა (ქაჯები, ალები, წყლის კაცები და სხვა). ქრისტიანობამ ყველა წარმართული დემონი ეშმაკეულად შერაცხა.
 
11:02, 4 ივლისი 2017-ის ვერსია

რიტონი დემონის თავის გამოსახულებით
(ძვ. წ. IV ს.), რომი, ვატიკანის მუზეუმი

დემონები(ბერძნ.) ღვთაებრივი არსებები, რომლებიც იმით განსხვავდებოდნენ ღმერთებისაგან, რომ მათ ადამიანური (ანთროპომორფული) სახე არ ჰქონდათ. ძველ ბერძენთა ფანტაზია ყველა აუხსნელ და მძვინვარე მოვლენათა შემოქმედად დემონებს მიიჩნევდა. უძველესი წარმოდგენების თანახმად, დემონური იყო მიწისძვრა, წყალდიდობა, ზვავი, ქარიშხალი, გვალვა, ეპიდემია და სხვა უბედობანი. ჰომეროსი ყველა საბედისწერო მოვლენას დემონურს (დაიმონიოს) უწოდებს.

და მაინც, ძველ მითოსშიც კი განსხვავება ღვთაებრივსა და დემონურს შორის ზუსტად ნათელი არ არის. ბევრი დემონი მოგვიანებით ღმერთად შერაცხეს, ხოლო ღმერთები დემონებად ან გმირებად გვევლინებოდნენ.

ჰომეროსთან დემონები ადამიანებისადმი ან ნეიტრალურნი არიან, ან მტრულად განწყობილნი. მათ შეუძლიათ კაცს წარსტაცონ გონება, მზერა და ა.შ. მოგვიანებით განასხვავებდნენ მტრულ დემონებსა და კეთილ დემონებს-სულებს, რომლებიც ბოროტებათაგან იფარავდნენ ადამიანს. ბერძენ ფილოსოფოს-იდეალისტთა მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა თავისი დემონი, რომელიც მას წინამძღვრობდა.

რომში დემონებს აიგივებდნენ გენიუსთან (გენია). მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ დაჩრდილა ოლიმპიური რელიგია, რწმენა დემონების არსებობისა არ გამქრალა (ქაჯები, ალები, წყლის კაცები და სხვა). ქრისტიანობამ ყველა წარმართული დემონი ეშმაკეულად შერაცხა.

გუსტავ დორე. სატანა, ილუსტრაცია

ქრისტიანულ რელიგიაში

დემონი ქრისტიანულ რელიგიაში სატანის მსახურებაში მყოფი უკეთური სულია და აღნიშნავს ღმრთის წინააღმდეგ ამბოხებისთვის დასჯილ და დაცემულ ანგელოსურ სულს. აბსოლუტური მნიშვნელობით ჩვეულებრივ აღნიშნავს დემონთა მეუფეს, სატანას. ახალ აღთქმაში ხშირია დემონთა ხსენება: იესო ებრძვის მათ, როგორც ცდუნებათა აღმძვრელებს, აკვიატებათა და დაავადებათა გამომწვევებს, ბოროტი ძალის წარმომადგენლებს და ამარცხებს, რითაც ღმრთის სასუფეველს ამკვიდრებს. იგივე ძალაუფლება მიენიჭა მოციქულებს.

წყარო

  • მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის
  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები