დიდგულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდგულა

დიდგულა – (Sambucus nigra L.); ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). ბუჩქია ან პატარა ზომის ხე, სუსტად უსიამოვნო სუნით. დატოტვილი. მცენარის სიმაღლე 3-6 მ-ია. მცენარის ნორჩი ნაწილები ძირითადად შიშველია. ფოთოლი კენტფრთისებურია 3-7 ფოთოლაკით, ფოთოლაკები კვერცხისებურ-ლანცეტაა, ხერხკბილა. ყვავილედი ფარისებური საგველაა, გვირგვინი თეთრია ან მკრთალი ყვითელი ნაყოფი იისფერ-შავია. ყვ. VI-VII; ნაყ. VIII-X. მცენარე იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. მდინარეთა ნაპირებზე, ტყის პირას, კახეთში მისი ნახვა შესაძლე ბელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები