დონდუა კარპეზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Karpez dondua.PNG|thumb|კარპეზ დონდუა]]
+
[[ფაილი:Karpez dondua.PNG|thumb|150პქ|კარპეზ დონდუა]]
 
'''კარპეზ დონდუა'''  – (დ. 13 ოქტომბერი. 1891, ქუთაისი, – გ. 3 სექტემბერი. 1951, ლენინგრადი), ფილოლოგი, ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935), ლენინგრადისა და [[თბილისი]]ს უნივერსიტეტების პროფესორი (1940-იდან), [[საქართველო]]ს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1944).
 
'''კარპეზ დონდუა'''  – (დ. 13 ოქტომბერი. 1891, ქუთაისი, – გ. 3 სექტემბერი. 1951, ლენინგრადი), ფილოლოგი, ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935), ლენინგრადისა და [[თბილისი]]ს უნივერსიტეტების პროფესორი (1940-იდან), [[საქართველო]]ს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1944).
  

მიმდინარე ცვლილება 00:09, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

კარპეზ დონდუა

კარპეზ დონდუა – (დ. 13 ოქტომბერი. 1891, ქუთაისი, – გ. 3 სექტემბერი. 1951, ლენინგრადი), ფილოლოგი, ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935), ლენინგრადისა და თბილისის უნივერსიტეტების პროფესორი (1940-იდან), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1944).

პეტროგრადის უნივერსიტეტის დამთაერების შემდეგ (1922) იქვე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1941-45 წლებში მუშაობდა თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და თსუ-ში. დონდუა იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიული-კავკასიურ ენებს, ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემებს. მის საენათმეცნიერო შრომათაგან აღსანიშნავია „მაფემინიზებელი ხმოვანი ქართულში“ (რუს. ენაზე, 1935), „ადიღეური ტიპის მოთხრობითი ბრუნვის გენეზისისათვის სვანურში“ (1943), „გრამატიკული უარყოფა როგორც ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემა“ (რუს. ენაზე, 1948), „ქართული ენის მესხური კილო“ (რუს. ენაზე, 1967). მნიშვნელოვანია დონდუას ღვაწლი რუსთველოლოგიაში. მის ნაშრომებში – „ამირანდარეჯანიანი“ (რუს. ენაზე, 1937), „შოთა რუსთაველი და ქართული ლიტერატურა“ (რუს. ენაზე, 1938), „მეტაფორა ფართო გაგებით და პოეტური მეტაფორა“ (რუს. ენაზე, 1938), „საშინელი უმეცრება“, დ. დანდუროვის წიგნის „შოთა რუსთაველის“ შესახებ (რუს. ენაზე, 1937, ქართ. ენაზე, 1938), „კიდევ ერთხელ რუსთაველის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნის შესახებ“ (რუს. ენაზე, 1940), „ვეფხისტყაოსნის ერთი შესავალი სტროფის ლინგვისტური ანალიზისათვის“ (1943) და სხვ. – გაშუქებულია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების, აგრეთვე მისი ეპოქის ქართული კულტურის საკითხები.

ი. მეგრელიძე


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები