ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:21, 20 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა - ევროკავშირს, ნატოსა და გაეროს შორის არსებული სტრუქტურა, ჩამოყალიბებული ეფექტური თანამშრომლობის განსახორციელებლად. მის მიზანს წარმოადგენს ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება ამ ორგანიზაციების ურთიერთქმედებისა და ურთიერთძალისხმევის უზრუნველყოფის საშუალებით. ეს თანამშრომლობა მიმართულია ევროატლანტიკური რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და კრიზისების დარეგულირებისკენ.