ეკვადორი
ეკვადორი - (Ecuador - რესპუბლიკა ეკვადორი), სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქვეყანას დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილო-დასავლეთით - კოლუმბია, სამხრეთ-დასავლეთით - პერუ.
ფართობი - (გალაპაკოსის კუნძულის ჩათვლით) 283,6 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 13,7 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ესპანური.
დედაქალაქი - ქ. კიტო.
ადმინისტრაციულად იყოფა 21 პროვინციად.
სახელმწიფოსდა მთავრობის ხელმძღვანელი – პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი ეროვნული კონგრესი.
დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1830 წლიდან.
ეკვადორი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა მსხვილი ნავთობმრეწველობით. სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტებია: ბანანი, ყავა, კაკაო და ბამბა.
საზღვაო პორტებია: გუაიაკილი, ესმერალდასი.
საერთაშორისო აეროპორტებია: კიტო, გუაიაკილი, სან-ლორენსო, ლა-ლიბერტადი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 58,4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 46,5 ათ., სამხედრო-საზღვაო 7,4 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 4,5 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეულად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017