ელემენტარული გეომეტრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:10, 13 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელემენტარული გეომეტრია – ელემენტარული გეომეტრიის კურსი შეისწავლება საშუალო სკოლაში. ელემენტარულ გეომეტრიას ხშირად ევკლიდეს გეომეტრიას უწოდებენ.

გეომეტრიის პირველი სისტემური კურსის შედგენა, რომელიც დაფუძნებულია განსაზღვრებებსა და აქსიომებზე, მიეწერება ჰიპოკრატეს (450 წ. ჩვ. წ. აღ-მდე). ამ წიგნს ეწოდებოდა Στοιχετον – „ელემენტები“, „სტიქია“. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე III საუკუნეში გამოჩნდა ევკლიდეს ცნობილი წიგნი „საწყისები“, რომელმაც შეცვალა (განდევნა) ჰიპოკრატეს წიგნი. ევკლიდეს წიგნის სახელწოდებიდან „საწყისები“ – „Elementa“ – წარმოიშვა სახელწოდება „ელემენტარული გეომეტრია“. ეს ალბათ იმას აღნიშნავდა, რომ გეომეტრიის შენობა ისევე აიგება განსაზღვრებებისა და აქსიომების დახმარებით, როგორც ფიზიკური სხეული ელემენტებისაგან (ანუ „სტიქიისაგან“ – ცეცხლი, ჰაერი, წყალი, მიწა). ელემენტარული გეომეტრია ახლაც ვითარდება, სულ უფრო ფართოვდება მისი შესასწავლი საკითხები.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები