ენუმა ელიშ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:შუამდინარული მითები]]
 
[[კატეგორია:შუამდინარული მითები]]
 
[[კატეგორია:ბაბილონური მითები]]
 
[[კატეგორია:ბაბილონური მითები]]
[[კატეგორია:ბაბილონური ეპოსი]]
 
 
[[კატეგორია:კოსმოგონიური მითები]]
 
[[კატეგორია:კოსმოგონიური მითები]]

მიმდინარე ცვლილება 15:00, 26 ივლისი 2017 მდგომარეობით

ენუმა ელიშ(ბაბილონ.) („ოდეს მაღლა“), ბაბილონური შესაქმის ეპოსის დასაწყისი სიტყვები.

ეპოსი შედგება შვიდი კარისგან, სადაც აღწერილია ღმერთების თაობათა წარმოშობა მარადარსებული, ერთმანეთში აღრეული მტკნარი და მლაშე წყლებიდან, ბოლოს, დემიურგის, მარდუქის დაბადება და მის მიერ სამყაროს შექმნა, ადამიანის გაჩენა მოჯანყე ღმერთის სისხლისგან, მნათობთა და ვარსკვლავთა დასხმა ცარგვალზე, ზეციური ბაბილონის ხატად მიწიერი ქალაქის, ბაბილონის დაარსება.

ეპოსის ბოლო მე-7 კარი წარმოადგენს სამყაროს შემოქმედის, მარდუქისადმი მიმართულ ჰიმნს, სადაც ის შექებულია, როგორც ორმოცდაათი სახელის მატარებელი ღმერთი. ენუმა ელიშს კითხულობდნენ რეჩიტატივით ან მღეროდნენ და განასახიერებდნენ, როგორც მისტერიას ახალი წლის დღესაწაულის დღეებში. ამ დროს მარდუქი, რომლის როლსაც მეფე ასრულებდა, იმეორებდა თავის დემიურგულ ღვაწლს – ამარცხებდა ქაოსის ბნელ ძალებს და ქმნიდა კოსმოსს, ნათელ და მოწესრიგებულ ქვეყანას.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები