ეპამინონდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:22, 11 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპამინონდა - (Epameinondas,დაახლოებით ძვ.წ. 418-362), ძველი საბერძნეთის პოლიტიკური მოღვაწე და მხედარმთავარი. სათავეში ედგა დემოკრატიულ დაჯგუფებას თებეში. 379 წლიდან თებესა და ბეოტიის კავშირის ერთ-ერთი ლიდერი.

ბეოტიის ომის (378-362) დროს არაერთხელ დაინიშნა მთავარსარდლად. 371 წელს დაამარცხა სპარტელები ლევქტრასთან, სადაც სამხედრო ხელოვნების ისტორიაში პირველად გამოიყენა ფრონტზე ჯარების არათანაბრად განაწილების პრინციპი გადამწყვეტ უბანზე მთავარი ძალებით დარტყმის მიზნით. შემდეგ რამდენიმეჯერ დალაშქრა პელოპონესი. უკანასკნელი ლაშქრობის დროს წარმატებას მიაღწია მანტინეასთან (362), მაგრამ ბრძოლაში დაიჭრა და მალე გარდაიცვალა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები