ესპანეთ-ამერიკის ომი 1898
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ესპანეთ-ამერიკის ომი 1898“ გადაიტანა გვერდზე „[[ამერიკა-ესპანეთის ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამერიკა-ესპანეთის ომი“ გადაიტანა გვერდზე „[[ესპანეთ-ამერიკის ომ...) |
14:32, 31 იანვარი 2018-ის ვერსია
ესპანეთ-ამერიკის ომი 1898 - (1898 წლის 22 აპრილი – 13 აგვისტო), დაიწყო კუბისა (1895 წლიდან) და ფილიპინების (1896 წლიდან) მოსახლეობის აჯანყების ფონზე ესპანეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ. აშშ-მა, რომელიც გამოდიოდა აჯანყებულთა მხარდაჭერის ლოზუნგით, დაამარცხა ესპანეთის არმია და ფლოტი; ხელთ იგდო ფილიპინები, კუნძული გუამი, პუერტო-რიკო.
პარიზის ზავით (1898 წლის დეკემბერს) ეს ტერიტორიები აშშ-ის ხელში გადავიდა. კუბამ დამოუკიდებლობა მიიღო, მაგრამ აშშ-ის გავლენის სფეროში მოექცა.
ომმა ხელი შეუწყო სამხედრო-საზღვაო ხელოვნების შემდგომ განვითარებას ჯავშნოსანი ფლოტის გამოყენებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.