ვარდანისძე ივანე (III)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყაროები და ლიტერატურა)
(წყარო)
 
ხაზი 15: ხაზი 15:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''.
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
  
 
[[კატეგორია:ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ერისთავები]]

მიმდინარე ცვლილება 12:36, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

ივანე/იოვანე (III) ვარდანისძე - სვანთა ერისთავი, მეჭურჭლეთუხუცესი, პროტოსტრატორი, მანდატურთუხუცესი XI-XII სს-თა მიჯნაზე. იგი უნდა იყოს შვილი გიორგი II-ის წინააღმდეგ ამბოხებული გიორგი II-ის თანამედროვე სვანთა ერისთავ ვარდან (II) ვარდანისძისა, რომელიც გიორგი მეფემ წყალობით შემოირიგა. იხსენიება მესტიისა და ლაბეჭინის ხატების წარწერებში, რომლებსაც გ. ჩუბინაშვილი XI-XII სს-თა მიჯნის ქართული ჭედურობის ნიმუშებად მიიჩნევს.

ლაბეჭინის ხატის წარწერაში იოვანე, გარდა სვანთა ერისთავობისა, ფლობს მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობას: „მე, იოვანე ვარდანის ძემან, სუანთა ერისთავმან და მეჭურჭლეთა უხუცესმან მოვჭედე ხატი ესე...“. ლაბეჭინის ხატის წარწერაში იოვანე სვანთა ერისთავის სამოხელეო ტიტულებს პროტოსტრატორიც შეემატა: „მე, იოვანე ვარდანისძემან, სუანთა ერისთავმან და მეჭურჭლეთუხუცესმან და პროტოსტრატორმან, მოვჭედე ხატი ესე წმიდისა გიორგისა და დავასუენე საყდარსა შინა ოჩამისასა“. პროტოსტრატორი მიჩნეულია ამირახორის ფარდ ბიზანტიურ სამხედრო-სამოხელეო ტერმინად. ამ წარწერათა მიხედვით, სვანთა ერისთავი ვარდან ვარდანისძე სამეფო კარზე ერთობ დაწინაურებული პირია - მას უპყრია მაღალი საკარო თანამდებობები. ჯუმათის მთვარანგელოზის ხატის წარწერაში იგი უკვე მანდატურთუხუცესად იხსენიება. შ. მესხიას დაკვირვებით, ივანე სვანთა ერისთავი უნდა ყოფილიყო დავით აღმაშენებლის პირველი მანდატურთუხუცესი და ამირახორი.



[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ბაქრაძე 1987: 109, 261, 263, 264;
  • თაყაიშვილი 1937: 22-25;
  • Чубинашвили 1959: 25, 415;
  • ახალაშვილი 1987: 34;
  • მესხია 1979: 110, 122-123, 126.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები