თაბუთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თაბუთი''' – სიტყვა არაბული წარმომავლობისაა და კუბოს ნიშნავ...)
 
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
მიცვალებულს [[აჭარა|აჭარაში]] წარსულში „თაბუთზე” ასვენებდნენ. თაბუთი მიცვალებულის თავის მხარეს ფართო, ხოლო ქვედა ნაწილი – ვიწრო იყო. ხშირად თაბუთზე დასვენებულ მიცვალებულს თაბუთის გარეშე კრძალავდნენ, ხოლო თაბუთს მუსლიმანთა სალოცავ საკულტო ნაგებობაში – „ჯამეში” ინახავდნენ. მორიგეობით მისი გამოყენება შეეძლოთ ტერიტორიული გაერთიანების იმ სოფელთა მოსახლეობას, რომლებიც მოცემული სალოცავის ირგვლივ იყვნენ დაჯგუფებულნი და რომლის მრევლსაც წარმოადგენდნენ.  
 
მიცვალებულს [[აჭარა|აჭარაში]] წარსულში „თაბუთზე” ასვენებდნენ. თაბუთი მიცვალებულის თავის მხარეს ფართო, ხოლო ქვედა ნაწილი – ვიწრო იყო. ხშირად თაბუთზე დასვენებულ მიცვალებულს თაბუთის გარეშე კრძალავდნენ, ხოლო თაბუთს მუსლიმანთა სალოცავ საკულტო ნაგებობაში – „ჯამეში” ინახავდნენ. მორიგეობით მისი გამოყენება შეეძლოთ ტერიტორიული გაერთიანების იმ სოფელთა მოსახლეობას, რომლებიც მოცემული სალოცავის ირგვლივ იყვნენ დაჯგუფებულნი და რომლის მრევლსაც წარმოადგენდნენ.  
  
თაბუთი თხელი ფიცრისგან, ე. წ. „ლამფისგან” იყო შეჭედილი. მოგვიანებით ცალკეული სახლეული საკუთარი მიცვალებულისათვის თაბუთს ინდივიდუალური წესით ამზადებდა. თაბუთის მორიგეობით გამოყენების წესი, მიცვალებულის კუბოს გარეშე შიშველი, კანაფის ანდა [[სელი]]ს ტილოში გახვეული დაკრძალვა, როგორც ამას წარსულში აჭარის მეზობელ კუთხეში, მაგალითად, გურიაშიც ჰქონდა ადგილი, შეუძლებელია მხოლოდ [[ისლამი]]ს ზეგავლენით აიხსნას. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ იმაზე, რომ ისლამმა, ხშირ შემთხვევაში, [[ქრისტიანობა|ქრისტიანობასთან]] გათავისებული ზოგიერთი ტრადიციული ელემენტის დაკონსერვება, განსაზღვრულ ეთნიკურ გარემოში დამკვიდრება და მათთვის სიცოცხლისუნარიანი ნიადაგის შექმნა მოახერხა. ჩვეულებრივ, უცხო [[რელიგია]]ს, ამ რელიგიის მატარებელი ხალხის ყოფითი რეალიებიც თან მოჰყვებოდა ხოლმე. თანდათანობით, სარწმუნოებრივი გარსაცავი თუ უცხო რელიგიას შემოყოლილი ეთიკური და რიტუალური ნორმები სადღესასწაულო ცერემონიალებში ანდა ყოველდღიურობაში იჩენდა თავს, მაგრამ საკუთრივ ამ მოვლენათა
+
თაბუთი თხელი ფიცრისგან, ე. წ. „ლამფისგან” იყო შეჭედილი. მოგვიანებით ცალკეული სახლეული საკუთარი მიცვალებულისათვის თაბუთს ინდივიდუალური წესით ამზადებდა. თაბუთის მორიგეობით გამოყენების წესი, მიცვალებულის კუბოს გარეშე შიშველი, კანაფის ანდა [[სელი (მცენარე)|სელი]]ს ტილოში გახვეული დაკრძალვა, როგორც ამას წარსულში აჭარის მეზობელ კუთხეში, მაგალითად, გურიაშიც ჰქონდა ადგილი, შეუძლებელია მხოლოდ [[ისლამი]]ს ზეგავლენით აიხსნას. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ იმაზე, რომ ისლამმა, ხშირ შემთხვევაში, [[ქრისტიანობა|ქრისტიანობასთან]] გათავისებული ზოგიერთი ტრადიციული ელემენტის დაკონსერვება, განსაზღვრულ ეთნიკურ გარემოში დამკვიდრება და მათთვის სიცოცხლისუნარიანი ნიადაგის შექმნა მოახერხა. ჩვეულებრივ, უცხო [[რელიგია]]ს, ამ რელიგიის მატარებელი ხალხის ყოფითი რეალიებიც თან მოჰყვებოდა ხოლმე. თანდათანობით, სარწმუნოებრივი გარსაცავი თუ უცხო რელიგიას შემოყოლილი ეთიკური და რიტუალური ნორმები სადღესასწაულო ცერემონიალებში ანდა ყოველდღიურობაში იჩენდა თავს, მაგრამ საკუთრივ ამ მოვლენათა
 
საყრდენი უფრო შორეული ფესვების მატარებელი იყო, რომლებმაც უნივერსალური სისტემებიდან, დროთა განმავლობაში, ცალკეული ხალხის ეთნო-სოციალურ და რელიგიურ ორგანიზმში მოდერნიზაცია განიცადა და ეროვნული იერსახეც კი მიიღო.
 
საყრდენი უფრო შორეული ფესვების მატარებელი იყო, რომლებმაც უნივერსალური სისტემებიდან, დროთა განმავლობაში, ცალკეული ხალხის ეთნო-სოციალურ და რელიგიურ ორგანიზმში მოდერნიზაცია განიცადა და ეროვნული იერსახეც კი მიიღო.
  

მიმდინარე ცვლილება 15:55, 11 თებერვალი 2020 მდგომარეობით

თაბუთი – სიტყვა არაბული წარმომავლობისაა და კუბოს ნიშნავს, რომელიც მაჰმადიანური წესით დაკრძალვისას გამოიყენებოდა.

მიცვალებულს აჭარაში წარსულში „თაბუთზე” ასვენებდნენ. თაბუთი მიცვალებულის თავის მხარეს ფართო, ხოლო ქვედა ნაწილი – ვიწრო იყო. ხშირად თაბუთზე დასვენებულ მიცვალებულს თაბუთის გარეშე კრძალავდნენ, ხოლო თაბუთს მუსლიმანთა სალოცავ საკულტო ნაგებობაში – „ჯამეში” ინახავდნენ. მორიგეობით მისი გამოყენება შეეძლოთ ტერიტორიული გაერთიანების იმ სოფელთა მოსახლეობას, რომლებიც მოცემული სალოცავის ირგვლივ იყვნენ დაჯგუფებულნი და რომლის მრევლსაც წარმოადგენდნენ.

თაბუთი თხელი ფიცრისგან, ე. წ. „ლამფისგან” იყო შეჭედილი. მოგვიანებით ცალკეული სახლეული საკუთარი მიცვალებულისათვის თაბუთს ინდივიდუალური წესით ამზადებდა. თაბუთის მორიგეობით გამოყენების წესი, მიცვალებულის კუბოს გარეშე შიშველი, კანაფის ანდა სელის ტილოში გახვეული დაკრძალვა, როგორც ამას წარსულში აჭარის მეზობელ კუთხეში, მაგალითად, გურიაშიც ჰქონდა ადგილი, შეუძლებელია მხოლოდ ისლამის ზეგავლენით აიხსნას. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ იმაზე, რომ ისლამმა, ხშირ შემთხვევაში, ქრისტიანობასთან გათავისებული ზოგიერთი ტრადიციული ელემენტის დაკონსერვება, განსაზღვრულ ეთნიკურ გარემოში დამკვიდრება და მათთვის სიცოცხლისუნარიანი ნიადაგის შექმნა მოახერხა. ჩვეულებრივ, უცხო რელიგიას, ამ რელიგიის მატარებელი ხალხის ყოფითი რეალიებიც თან მოჰყვებოდა ხოლმე. თანდათანობით, სარწმუნოებრივი გარსაცავი თუ უცხო რელიგიას შემოყოლილი ეთიკური და რიტუალური ნორმები სადღესასწაულო ცერემონიალებში ანდა ყოველდღიურობაში იჩენდა თავს, მაგრამ საკუთრივ ამ მოვლენათა საყრდენი უფრო შორეული ფესვების მატარებელი იყო, რომლებმაც უნივერსალური სისტემებიდან, დროთა განმავლობაში, ცალკეული ხალხის ეთნო-სოციალურ და რელიგიურ ორგანიზმში მოდერნიზაცია განიცადა და ეროვნული იერსახეც კი მიიღო.



[რედაქტირება] ლიტერატურა

მგელაძე, 2002:236-256; ნოღაიდელი, 2015.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები