თამაზაშვილი შორენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: შორენა თამაზაშვილი '''თამაზაშვილი შორენა...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:57, 7 მარტი 2022 მდგომარეობით

შორენა თამაზაშვილი

თამაზაშვილი შორენა – (1976), პოეტი. დაიბადა სოფელ კახისთავში (ისტორიული ჰერეთი, საინგილო). თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1989 წელს დაწერა პირველი ლექსი და მიუძღვნა 9 აპრილის ტრაგედიას. ამჟამად მუშაობს პედაგოგად თბილისის 139-ე საშუალო სკოლაში.


ჩემი ბავშვობა
...ჩემი ბავშვობა დარჩა იქ, სადაც
მიუწვდომელი დიდი მთებია,
მე დღესაც მახსოვს შუბლდაღარული,
თმაშევერცხლილი ტკბილი ბებია.
ის მოთიბული ბალახიც მახსოვს,
სამყურას სუნი ცელს შერჩენია,
მე იქ აღარ ვარ, მაგრამ ის წყალი,
ის მთა, მინდორი ისევ ჩემია.
ჩემი კლდეები, ვაზი, მტევნები,
დღესაც, ვით მაშინ, ისევ მხვდებიან,
იქ ცაც სულ სხვაა, ხასხასა, მშვიდი,
ჯერ არნახული ლურჯი ფერია.
ჩემი ბავშვობა დარჩა იქ, სადაც
მიუწვდომელი, დიდი მთებია,
მე დღესაც მახსოვს შუბლდაღარული –
ლოცვას მითვლიდა ტკბილი ბებია.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები