თამბაქო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამბაქო - თამბაქო (Nicotiana Tabacum) ერთწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 1,0- 3,0მ აღწევს.Lფესვთა სისტემა მთავარღერძაა, უხვად დატოტვილი და მისი მთავარი მასა ძირითადად სახნავ ფენაშია მოთავსებული. ფოთოლი დიდი ზომისაა, სიგრძით 10-50 სმ; სიგანით 10-30 სმ. ნაყოფი კოლოფია, რომელშიც ვითარდება 4000-მდე წვრილი, ყავისფერი თესლი. 1000 თესლის მასა 0,06-0,08გ უდრის. თამბაქოს თესლის მომწიფების პროცესი გრძელდება მოსავლის აღების შემდეგაც. ამიტომ დასათესად უკეთესია წინა წლის მოსავლის თესლი.

თამბაქო სითბოსმოყვარული მცენარეა. მისი აღმოცენებისთვის და ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა 20-250C ტემპერატურა. სითბოს საერთო მოთხოვნილება ჯიშების მიხედვით შეადგენს 1900-34000C. დიდ მოთხოვნილებას იჩენს თამბაქო სინათლის და წყლის მიმართაც. უხვი და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად საჭიროა მცენარის შეუფერხებელი მომარაგება წყლით. განსაკუთრებით საჭიოა წყალი ჩითილების დარგვის დროს. თამბაქო საკმაოდ მომთხოვნია საკვები ნივთიერებების მიმართაც. 1,5ტ /ჰა მოსავლიანობის დროს ნიადაგიდან გამოაქვს 90კგ. აზოტი, 25კგ. ფოსფორი და 70კგ. კალიუმი. თამბაქოსთვის კარგია მცირე ჰუმუსიანი, მსუბუქი, ნეშომპალა-კარბონატული ან ეწეროვანი ნიადაგები, რომლებიც წყალს კარგად ატარებენ. არ გამოდგება მძიმე თიხა, დაჭაობებული, მლაშე და ქვიშა ნიადაგები.

თამბაქოს კულტურის მოყვანა მოიცავს 2 პერიოდს: ჩითილის პერიოდს და ღია გრუნტის პერიოდს. მცენარის სავეგეტაციო პერიოდი ჯიშების მიხედვით შეადგენს 110-165 დღეს, აქედან 35-45 დღე ჩითის პერიოდს უკავია.




წყარო

თამბაქოს აგროტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები