თევზაძე სარდიონ
ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | ||
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | ||
+ | [[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
[[კატეგორია:თევზაძეები]] | [[კატეგორია:თევზაძეები]] |
00:15, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია
თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე (დ. - 1882, სოფ. წიაღობანი - გ. - 30.08.1924, თბილისი) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი
სარდიონ თევზაძემ განათლება ოჯახში მიიღო. 1904 წლიდან შედის რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. 1908 წელს დაიჭირეს და თბილისის გუბერნიის საზღვრებიდან გაასახლეს. 1911 გაზეთ „აზრის“ რედაქციის წევრებთან ერთად კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს კავკასიის ფარგლებს გარეთ. 1917 წლიდან ის საქართველოს ეროვნული საბჭოს (შემდგომში - პარლამენტის), ცოტა მოგვიანებით კი დამფუძნებელი კრების წევრი ხდება. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საქართელო არ დაუტოვებია. ჩეკამ მას კონტრრევოლუციური საქმიანობა დააბრალა და 1924 დააკავა, რის შემდეგაც სხვა პატიმრებთან ერთად დახვრიტეს.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919. თბ., 2016;
- ვ. გურული, ნოე ჟორდანია: პოლიტიკური პორტრეტი, 1869-1953, თბ., 1999.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი