იალქანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:53, 5 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იალქანი - მამოძრავებელი, რომლის დანიშნულებაა ქარის ენერგიის გარდაქმნა ხომალდის წევის სასარგებლო მუშაობად. წარმოადგენს ნავის, ხომალდის ანძაზე დამაგრებულ ტილოს ან სინთეტიკურ ქსოვილს. იალქანებს განეკუთვნება აეროდინამიკური ეკვივალენტები ან ხისტი გარსები.

არსებობს: ფორმის მიხედვით – სწორი და ირიბი; განლაგების ადგილის მიხედვით – ზედა, ქვედა, მფრინავი, უკან ან წინ მდებარე; დანიშნულების მიხედვით – ჩვეულებრივი და გრიგალის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები