ინტენდანტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:42, 16 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინტენდანტი - (ფრანგული intendant – მმართველი, გამგე), შეიარაღებულ ძალებში, თანამდებობის პირი, რომელსაც ეკისრებოდა ჯარის ნაწილებისა და სამხედრო დაწესებულებათა მომარაგება სურსათით, ფურაჟით, ტანისამოსით; აგრეთვე - პირადი შემადგენლობის განსახლების ორგანიზება, მათი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება და სხვა.
ინტენდანტის თანამდებობა პირველად გაჩნდა საფრანგეთში XV საუკუნეში. თანამედროვე არმიებში ინტენდანტის ფუნქციებს ლოგისტიკის სათანადო სამსახურები ასრულებენ.