კიბელე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
ორეგიასტულ [[მისტერიები|მისტერიებში]].
 
ორეგიასტულ [[მისტერიები|მისტერიებში]].
  
კიბელეს [[კულტი]] ფართოდ იყო გავრცელებული მცირე აზიაში და შედარებით ადრე შეერწყა ბერძნული ღვთაების, [[რეა]]ს
+
კიბელეს [[კულტი]] ფართოდ იყო გავრცელებული მცირე [[აზია]]ში და შედარებით ადრე შეერწყა ბერძნული ღვთაების, [[რეა]]ს
 
[[კულტი|კულტს]]. რომში კიბელეს კულტმა ნაყოფიერების ადგილობრივი ქალღმერთის [[ოპსი]]ს კულტი შეიერთა. ელინისტურსა და
 
[[კულტი|კულტს]]. რომში კიბელეს კულტმა ნაყოფიერების ადგილობრივი ქალღმერთის [[ოპსი]]ს კულტი შეიერთა. ელინისტურსა და
რომაულ სამყაროში კიბელეს თაყვანისცემის ცენტრი იყო ქალაქი პესინუსი, რომელიც მცირე აზიის გალატიაში მდებარეობდა.
+
რომაულ სამყაროში კიბელეს თაყვანისცემის ცენტრი იყო [[ქალაქი]] პესინუსი, რომელიც მცირე აზიის გალატიაში მდებარეობდა.
 
ძვ.წ. 25 წელს ეს მხარე რომის პროვინციად იქცა. ამიტომ რომში კიბელეს [[ქურუმები|ქურუმებს]] გალებს, ხოლო უზენაეს ქურუმს – არქიგალუსს უწოდებდნენ. კიბელეს სახელზე პალატინუმის ბორცვზე აღმართული იყო ტაძარი. გაზაფხულობით კი რომაელები კიბელესა და ატისისადმი მიძღვნილ დღესასწაულს ზეიმობდნენ.
 
ძვ.წ. 25 წელს ეს მხარე რომის პროვინციად იქცა. ამიტომ რომში კიბელეს [[ქურუმები|ქურუმებს]] გალებს, ხოლო უზენაეს ქურუმს – არქიგალუსს უწოდებდნენ. კიბელეს სახელზე პალატინუმის ბორცვზე აღმართული იყო ტაძარი. გაზაფხულობით კი რომაელები კიბელესა და ატისისადმი მიძღვნილ დღესასწაულს ზეიმობდნენ.
  

მიმდინარე ცვლილება 12:29, 4 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

კიბელე. ბარელიეფი (ძვ.წ. 230 წ.), ვენეცია, არქეოლოგიური მუზეუმი

კიბელე – ფრიგიული ღვთაება. დიადი დედა. დედა ყოველი სულდგმულისა დედამიწაზე. მომაკვდავი ბუნების გამაცოცხლებელი და ნაყოფიერების მიმნიჭებელი ქალღმერთი.

ამბობდნენ, რომ კიბელე მთათა მწვერვალებზე ბინადრობდა, ხოლო მის ეტლში ლომები და ჯიქები იყო შებმული. მითოსი გვამცნობს, რომ კიბელეს შეუყვარდა თურმე გასაოცარი სილამაზით დაჯილდოებული ფრიგიელი ჭაბუკი ატისი, ხოლო როდესაც ამ ყმაწვილმა გადაიყვარა ქალღმერთი და განიზრახა მოკვდავი შეერთო ცოლად, კიბელე თავად მოევლინა მექორწინეებს და უკლებლივ ყველა გააგიჟა, გონი წარსტაცა. გაშმაგებული ატისი მთებში გაიჭრა, თავი დაისაჭურისა და გარდაიცვალა. მის პატივსადებად კიბელემ დააწესა სამგლოვიარო რიტუალი, რომელსაც მთავარი როლი ეკისრებოდა ამ ღვთაების ორეგიასტულ მისტერიებში.

კიბელეს კულტი ფართოდ იყო გავრცელებული მცირე აზიაში და შედარებით ადრე შეერწყა ბერძნული ღვთაების, რეას კულტს. რომში კიბელეს კულტმა ნაყოფიერების ადგილობრივი ქალღმერთის ოპსის კულტი შეიერთა. ელინისტურსა და რომაულ სამყაროში კიბელეს თაყვანისცემის ცენტრი იყო ქალაქი პესინუსი, რომელიც მცირე აზიის გალატიაში მდებარეობდა. ძვ.წ. 25 წელს ეს მხარე რომის პროვინციად იქცა. ამიტომ რომში კიბელეს ქურუმებს გალებს, ხოლო უზენაეს ქურუმს – არქიგალუსს უწოდებდნენ. კიბელეს სახელზე პალატინუმის ბორცვზე აღმართული იყო ტაძარი. გაზაფხულობით კი რომაელები კიბელესა და ატისისადმი მიძღვნილ დღესასწაულს ზეიმობდნენ.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები