კოლოფი (ჭურჭელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლოფი

კოლოფი – მცირე ზომის, ცილინდურული ანდა სხვა ფორმის მრავალფუნქციური ხის ჭურჭელი, რომელიც ნაძვის ხისაგან მზადდებოდა.

ძირითადად მთიდან ბარში რძის პროდუქტების – მაწონის, კაიმაღის, იაღის საზიდად გამოიყენებოდა. კოლოფი სხვა დანიშნულებითაც გვხვდებოდა, მაგალითად, არსებობდა მატყლის კოლოფი, საწვრილმანო კოლოფი, ასევე, არსებობდა სხვადასხვა ფორმისა და ზომის კოლოფები. მატყლის ნართისა თუ სხვა საწვრილმანო კოლოფი უფრო დაბალი და გრძელი, ხოლო რძის პროდუქტებისათვის განკუთვნილი კოლოფი მრგვალი და მაღალი იყო.




ლიტერატურა

ნიჟარაძე, 1948; დავითაძე, 1974:89; კახიძე, 1990.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები