კურდღლისცოცხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურდღლისცოცხა

კურდღლისცოცხა – (Genista fasselata); პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი, ეკლიანი ან უეკლო ბუჩქები ან ნახევრადბუჩქი, ზოგჯერ მხვიარა ღეროებით. ფოთლები მთლიანი ან სამყურა. ყვავილები ყვითელი, იშვიათად მოთეთრო, რომელიც შეკრულია ფუნჯისებურ ყვავილედად.

კურდღლისცოცხა– ბიბლიური მცენარე

ქართულ ტექსტში ბუჩქის სახელწოდება არ არის მითითებული. ბიბლიის უცხოურ თარგმანთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს (მაგ. ვულგატა), რომ ეს ბუჩქი ღვიაა, მეორე ჯგუფისათვის ეს კურდღლისცოცხაა. უდაბნოში, ბერშებას მიდამოებში, სადაც ტექსტის მიხედვით ელია წინასწარმეტყველი ერთი დღის სავალზე იმჟამად გავიდა, განსაკუთრებით გავრცელებულია არა ღვია, არამედ კურდღლისცოცხა. ამდენად, ერთხანს ივარაუდებოდა, რომ აღნიშნული ბუჩქი კურდღლისცოცხა იყო. ებრაული ტრადიცია კი მიიჩნევს, რომ ეს მცენარე რეტამაა.

„თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე; მივიდა ერთ ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემ მამა-პაპაზე უკეთესი არა ვარ“. (3 მეფეთა 19, 4)


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები