ლაზური ცეკვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ლაზური ცეკვა''' − ხალხური ცეკვის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი „ლაზ მეთევზეთა ცეკვას” ეჭირა, რომელიც იგივე „მებადურთა ცეკვას” წარმოადგენდა და ლაზთა უძველეს შრომა-საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. „ლაზურს” ადრე სარფსა და მახოში მამაკაცები ცეკვავდნენ, შემდგომ მასში ქალებიც გაერთიანდნენ, რითაც შრომის ამსახველ კომპოზიციას მეტი სიცხადე მიეცა. ლაზებმა ეს ცეკვა საუკუნეთა მანძილზე გამოატარეს და დღემდე შეინარჩუნეს.  
+
'''ლაზური ცეკვა''' − ხალხური ცეკვის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი „ლაზ მეთევზეთა [[ცეკვა]]ს” ეჭირა, რომელიც იგივე „მებადურთა ცეკვას” წარმოადგენდა და ლაზთა უძველეს შრომა-საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. „ლაზურს” ადრე სარფსა და მახოში მამაკაცები ცეკვავდნენ, შემდგომ მასში ქალებიც გაერთიანდნენ, რითაც შრომის ამსახველ კომპოზიციას მეტი სიცხადე მიეცა. ლაზებმა ეს ცეკვა საუკუნეთა მანძილზე გამოატარეს და დღემდე შეინარჩუნეს.  
  
 
ლაზური, როგორც ხალხური ცეკვისა და სიმღერის საუკეთესო ნიმუში ჩასაბერით, სტვირით (ოსტივანდე), [[სალამური]]თ (კაკალი) და დასარტყმელი ინსტრუმენტებისა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. მასში ასახული იყო კოლექტიური შრომა, გადმოცემული იყო ზღვის, [[ნავი (წყლის ტრანსპორტი)|ნავი]]ს, ბადის ქსოვის თემატიკა, თევზაობის პროცესი.  
 
ლაზური, როგორც ხალხური ცეკვისა და სიმღერის საუკეთესო ნიმუში ჩასაბერით, სტვირით (ოსტივანდე), [[სალამური]]თ (კაკალი) და დასარტყმელი ინსტრუმენტებისა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. მასში ასახული იყო კოლექტიური შრომა, გადმოცემული იყო ზღვის, [[ნავი (წყლის ტრანსპორტი)|ნავი]]ს, ბადის ქსოვის თემატიკა, თევზაობის პროცესი.  
ხაზი 10: ხაზი 10:
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
 
ლაზიშვილი, 2009:497-501.  
 
ლაზიშვილი, 2009:497-501.  
 +
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]

მიმდინარე ცვლილება 14:21, 20 იანვარი 2022 მდგომარეობით

ლაზური ცეკვა − ხალხური ცეკვის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი „ლაზ მეთევზეთა ცეკვას” ეჭირა, რომელიც იგივე „მებადურთა ცეკვას” წარმოადგენდა და ლაზთა უძველეს შრომა-საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. „ლაზურს” ადრე სარფსა და მახოში მამაკაცები ცეკვავდნენ, შემდგომ მასში ქალებიც გაერთიანდნენ, რითაც შრომის ამსახველ კომპოზიციას მეტი სიცხადე მიეცა. ლაზებმა ეს ცეკვა საუკუნეთა მანძილზე გამოატარეს და დღემდე შეინარჩუნეს.

ლაზური, როგორც ხალხური ცეკვისა და სიმღერის საუკეთესო ნიმუში ჩასაბერით, სტვირით (ოსტივანდე), სალამურით (კაკალი) და დასარტყმელი ინსტრუმენტებისა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. მასში ასახული იყო კოლექტიური შრომა, გადმოცემული იყო ზღვის, ნავის, ბადის ქსოვის თემატიკა, თევზაობის პროცესი.

ლაზურის − „ლაზხორუმის” გარდა, ლაზებში სხვა ცეკვებიც სრულდებოდა: „ოთი რთინანო”, „მენჯელიში”, „მხუჯიში”... მხუჯიში ისეთი ცეკვა იყო, რომლის დროსაც ილეთები ფეხით დაბლა სრიალით სრულდებოდა, რადგან თითოეული მოცეკვავის მხარზე მეორე მოცეკვავე იდგა და მათ წონასწორობის დაცვის მიზნით ხელები ერთმანეთზე ჰქონდათ გადაბმული. ლაზ-ხორუმი აჭარის სხვა სოფლებშიც სრულდებოდა.



[რედაქტირება] ლიტერატურა

ლაზიშვილი, 2009:497-501.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები