ლარაძე პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლარაძე პეტრე − (1770 − 1837), იყო პოპულარული პოეტი და ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი. ცნობილია მისი ფსევდონიმები; „ყარიბი”, „ეგრისელი” და „არტანუჯელი”. მისი წინაპარი XVII საუკუნეში სამეგრელოდან გადმოსულა ქვემო ქართლში და იქ დამკვიდრებულა. განაგებდა თბილისის სამეფო წიგნსაცავს; მონაწილეობდა პოლიტიკურ დაჯგუფებაში; 1803 -1810 წლებში თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად სპარსეთს იყო გადახვეწილი; 1810 წლიდან პეტერბურგში ცხოვრობდა; მე-19 საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა. მას ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული „მრავალფერყვავილოვანი”, პოემები: „საქართველოს ძველი დროის თავგადასავალი”, „დილარიანი”, „სახე-მგოსანი”და სხვა. ლარაძის პოეზიაში აისახა ყველა ის საკითხი, რომელიც აღელვებდა მე-18-19 საუკუნეების მიჯნის ქართულ მწერლობას. იხსენიებოდა „ყარიბის”, „ეგრისელისა” „არტანუჯელის” ფსევდონიმითაც. ცნობილია, აგრეთვე, პეტრე ლარაძის მთარგმნელობითი, ლექსიკოგრაფიული და კალიგრაფიული ნამუშევრები.


მზე ვნახე მჭვუნვარედ
მზე ვნახე მჭმუნვარედ, ჟამი მხვდა მწარე.
ვიქმენ დამწყეველი სვისა და სვისა,
ამად გლოვა ჩემი ვერღა დაეფარე,
ვსტირ მომდურავი სვისა და სვისა.
დავემხევ მკადრები, შიშით მძრწოლარე,
ვჰკადრე: მზეო, ღრუბლით რად დაიფარე?
გავსილო მთოვარევ, რად იბუნდარე?
ჰბრძანა: უპირობა სვისა და სვისა.
ვიგრძენ, მრისხანებდა ამაყად ვარდი,
კვლავღა მოხსენებად შიშით შევზარდი,
ვსთქვარე სისხლის ცრემლი, შემექმნა დარდი,
დავგმე მალი ბრუნვა სვისა და სვისა.
გულსა გამეხებით ინდელთ ისარნი
დამესხნეს საკვდავად, მდის სისხლის ღვარნი,
ნარინჯთა მიდამო ტკბილად საყვარნი
ჰკრძალა, დახე, ქცევა სვისა ·და სვისა!
ჭმუნვა მთიებისა შემექმნა მკვლელად,
უწყის, მზემან მისმან, ვარ მისთვის ხელად,
სახმილი მეგზნების გულსა შემწველად,
მასვე ძალუძს შეცვლა სვისა და სვისა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები