ლარაძე პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე ლარაძის გამოსახულება „დილარიანის" ხელნაწერიდან

ლარაძე პეტრე – („ყარიბი“, „ეგრისელი“, „არტანუჯელი“), (XVIII ს-ის 70-იანი წლები-1837), პოეტი.

გადმოცემის თანახმად, იყო თბილისის სამეფო ბიბლიოთეკის გამგე. 1803-10 წწ. სპარსეთში ახლდა თეიმურაზ ბატონიშვილს. 20-იან წლებამდე პეტერბურგში ცხოვრობდა, მერე საქართველოში დაბრუნდა. პეტრე ლარაძის სახელით ჩვენამდე მოღწეულია ლექსების კრებული „მრავალფერყვავილოვანი“ და რამდენიმე ეპიკური ნაწარმოები: ისტორიული პოემა „ჰამბავი სახელოვანნი“ და რომანტიკულ-გმირული პოემები „დილარიანი“ და „სახე-მგოსანი“.







წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები