ლოქსოდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლოქსოდრომი''' (''ბერძნ''. Λοξοζ – ირიბი, δρομοξ – სირბილი). ლოქსოდრომ...)

22:29, 19 მარტი 2024-ის ვერსია

ლოქსოდრომი (ბერძნ. Λοξοζ – ირიბი, δρομοξ – სირბილი). ლოქსოდრომი – ირიბ მორბენალი – სფეროზე ან რომელიმე ბრუნვით ზედაპირზე მდებარე წირი, რომელიც ამ ზედაპირის ყველა მერიდიანს კვეთს მუდმივი კუთხით.

ლოქსოდრომის ფორმა აქვს ოკეანეში გემის ან დედამიწის ზედაპირისადმი თვითმფრინავის გზას მათი მუდმივი კურსით მოძრაობისას.

ტერმინი შემოიღო ჰოლანდიელმა მეცნიერმა ვ. სნელიუსმა (1624).

თუ კუთხე α = 0 ან 1800, მაშინ ლოქსოდრომი ემთხვევა ბრუნვითი ზედაპირის მერიდიანს, თუ α=900, ემთხვევა პარალელს. თუ α მახვილია ან ბლაგვი, მაშინ ლოქსოდრომი პოლუსის გარშემო ქმნის უსასრულო რაოდენობის ხვეულს და შემოუსაზღვრელად უახლოვდება მას.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები