მაკ-მაჰონ-ჰუსეინის შეთანხმება 1915

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მაკ-მაჰონ-ჰუსეინის შეთანხმება 1915''' – ([[პირველი მსოფლიო ომი|პ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:49, 29 მარტი 2024 მდგომარეობით

მაკ-მაჰონ-ჰუსეინის შეთანხმება 1915 – (პირველ მსოფლიო ომში არაბთა მონაწილეობის შესახებ), დაიდო 1915 წლის ივნისიდან 1916 წლის მარტამდე წერილების გაცვლის მიზნით. კაიროში ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ გ. მაკ-მაჰონსა და მექის შერიფ ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმის შორის, ჰუსეინმა აიღო ვალდებულება, აეჯანყებინა არაბები თურქეთის წინააღმდეგ, ხოლო ინგლისმა – ეცნო დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფო ჰაშიმიანთა ხელმძღვანელობით. ამ სახელმწიფოში უნდა შესულიყო თურქეთის ბატონობაში მყოფი არაბული ტერიტორიები, გარდა დასავლეთ სირიისა, ლიბანისა და კილიკიისა, რომლებიც გადაეცემოდა საფრანგეთს და ინგლისს პროტექტორატში არაბეთის ნახევარკუნძულზე. მიუხედავად იმისა, რომ 1916 წლის ივნისში არაბები აჯანყდნენ. დიდმა ბრიტანეთმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება მათ, წინაშე. 1916 დადებული ინგლის-საფრანგეთის (საიქს-ჰიკოს) საიდუმლო შეთანხმება მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა: მაკ-მაჰონ-ჰუსეინის შეთანხმებას.



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები