მანუელ რიტორის მოთხრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანუელ რიტორის „მოთხრობა“, კონსტანტინოპოლის დიდი რიტორის, მანუელის თხზულება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შესახებ რეალურად ხოტბა-პანეგირიკის ხასიათისაა და მიძღვნილია სამცხის ათაბაგების – ყვარყვარე II-ისა და მისი ძმების – ქაიხოსრო I-ისა და მზეჭაბუკისადმი. იგი დაწერილია 1515, რაც უარყოფს მოსაზრებას, რომ „მოთხრობა" ეკუთვნის არა მანუელ რიტორს, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქს იოაკიმ I-ს (რ. ბარითიკიანი). ათაბაგებისადმი მიძღვნილი პანეგირიკის ხასიათის ეს მოთხრობა მეტყველი მაგალითია სამცხე-საათაბაგოს სეპარატიზმისა და სამცხის ეკლესიის მცხეთისაგან ჩამოსაშორებლად წარმოებული ბრძოლისა. მანუელ რიტორის „მოთხრობაში“ დაცულია სამცხის ათაბაგსა წოდებულება, რომელიც ტრაპიზონის იმპერატორთა ტიტულატურას ზუსტად იმეორებს. ამ ისტორიული თხზულებით ჩანს, რომ სამცხე-საათაბაგო გამქრალი ტრაპიზონის იმპერიის ადგილის დაკავებას ცდილობს, ხოლო ათაბაგები დიდი კომნენოსების პოლიტიკურ მემკვიდრეებად მიიჩნევენ თავს.


ლიტერატურა

ნინიძე დ. ვინ არის კონსტანტინოპოლის პატრიარქის იოაკიმ I-ის „პანეგირიკის“ დედოფალი თამარი?-ჟურნ. „მნათობი“, 1991, №6

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები