მეგრელი დუტუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეგრელი დუტუ - (დიმიტრი თომას ძე ხოშტარია), (26.X.1867, სოფ. სუჯუნა - 13.III.1938, თბილისი) - ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა, სახელმწიფო ხარჯზე, ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. 1891 ქუთაისში გამოსულ კრებულში „ცდა“ შევიდა დუტუ მეგრელის ფსევდონიმით დაბეჭდილი ლექსები. 1892 გამოსცა პირველი წიგნი „სურათები ჩვენი ცხოვრებიდან“. 1893 ლექსების კრებული „ცრემლები“. 1893 დაბრუნდა საქართველოში, მუშაობდა გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში. 1901 დაწერა პოპულარული ლექსი „პატარა ქართველი“.

1917 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. მუშაობა დაიწყო მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. მუშაობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილი- სის ოლქის სასამართლოს წევრად.

1919 ცალკე წიგნად გამოიცა პოემა „პრომეთე“. 1919 წლის 26 მაისს გაზ. „ერთობაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „განთავისუფლდა ამირან გმირი“, რომელიც ივ. გომართელს მიეძღვნა. ასევე, 1919 მონაწილეობა მიიღო ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდასაჭერ საღამოში. 1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში გამართულ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილეზე წაიკითხა მოხსენება. 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პროსპ.) გაიმართა საღამო გალაკტიონ ტაბიძის, ვ. რუხაძის, გ. ქუჩიშვილის, დუტუ მეგრელის, რობაქიძის, თაგუნას და სხვ. მონაწილეობით.

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მუშაობდა საფინანსო კომისარიატში ჯერ განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, 1968 გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

ეკა ჯავახიშვილი


ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
  • გაზ. „ერთობა“, 15 ივლისი, 1920;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 28 დეკემბერი, 1919.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

დუტუ მეგრელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები