მეთანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:45, 26 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეთანი − (ფრანგ. méthane < ბერძ. methy თაფლი, ღვინო) – უმარტივესი ნახშირწყალბადი.

ქიმიური ფორმულა – CH4.
სიმკვრივე 0°C ტემპერატურაზე – 716,8 კგ3,
სტანდარტულ პირობებში (18-20°C) – 668,2 კგ/მ3;
დუღილის ტემპერატურა – –161,58°C.

ბუნებრივი აირის ძირითადი კომპონენტი. არ აქვს სუნი, ფერი და გემო. იწვის ღია ცისფერი ალით. გვხვდება საბადოების დამუშავებისას, ნაგვის ლპობისას. ბუნებრივი აირი, რომელსაც საწვავად ვიყენებთ ძირითადად მეთანია. მას სხვანაირად „ჭაობის გაზსაც” უწოდებენ. ძალზე საშიშია მეთანის გაზის კონცენტრაცია ქვანახშირის შახტებში. აფეთქებასაშიშია კონცენტრაციისას ჰაერში 4,4-17%-ის დიაპაზონში. ყველაზე საშიში კონცენტრაციაა 9,5%. აქვს ნარკოტიკული ზემოქმედება. წარმოშობის მიხედვით მეთანი ოთხი სახისაა: აბიოგენური, ბიოლენური, ბაქტერიული და თერმოგენური.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები