მეთოდური მომზადება (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეთოდური მომზადება – სამეთაურო მომზადების შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია ხელქვეითების სწავლების და აღზრდის საქმეში ოფიცრების, ზემსახურების და სერჟანტების დახელოვნების დონის ამაღლება.
მთავარი მიზნები:
- პირადი შემადგენლობის სწავლებასა და აღზრდაში ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება;
- თანამედროვე სასწავლო ბაზის შექმნაზე ძირითადი მოთხოვნების გამომუშავება;
- სწავლების ტრადიციების ათვისება, ახალი მეთოდების და ფორმების დამუშავება.