მილი (საზომი ერთეული)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:13, 15 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მილი - (ინგლისური - mile), სიგრძის ერთეული, რომელიც გავრცელდა ერთეულთა ნაციონალურ არამეტრულ სისტემებში და რომელსაც ახლა უმთავრესად საზღვაო საქმეში იყენებენ.
საზღვაო მილი საერთაშორისო ჰიდროგრაფიული კონცეფციის თანახმად უდრის 1,852კმ. დიდ ბრიტანეთში 1 საზღვაო მილი = 1,853კმ., 1 სახმელეთო საწესდებო მილი – 1,609კმ. (იყენებენ აშშ-შიც).