მიქელაძე სოლომონ
მიქელაძე სოლომონ გიორგის ძე - (21.VI.1957 - ?) - იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი.
1882 წლიდან მუშაობდა სასამართლო ორგანოებში. მოსამართლედ მუშაობის გამო რუსეთის იმპერიის მიერ დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის მეორე ხა- რისხის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის ორდენებითა და ვერცხლის მედლით.
1917 დროებითი მთავრობის ბრძანებით დაინიშნა ქუთაისის სასამართლოს თავმჯდომარედ. 1918 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თბილისის სასამართლო პალატის წევრად დანიშნა. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის აპრილში დაინიშნა სოხუმის ოლქის სასამართლოების რევიზორად.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
- ბექა ქანთარია
ლიტერატურა
ბ. ქანთარია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921). თბ., 2004.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი