ნამოსახლარი ნამგალა გორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნამოსახლარი ნამგალა გორა - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კოწახურას ხევის დასავლეთით 700-800 მ-ზე ნასახლარი თარიღდება ადრინდელი რკინის ხანით. ზედაპირულად იპოვება შავად გამომწვარი, ჭდეულორნამენტიანი კერამიკის ფრაგმენტები.